"ბორჯღალოსნები" უკრაინას ექსპერიმენტულით დახვდებიან

AutoSharing Option
ევროპის ერთა თასის 2011 წლის გათამაშების ფავორიტი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უკრაინასთან მატჩში ექსპერიმენტული შემადგენლობით იასპარეზებს.

როგორც საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიჩარდ დიქსონმა მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა, უკრაინასთან დაგეგმილი თამაში თავისთავად საინტერესო და მნიშვნელოვანია, თუმცა საქართველოს ნაკრებისთვის გაცილებით მნიშვნელოვანი მოახლოებული მსოფლიოს თასის გათამაშებაა.

რიჩარდ დიქსონის განცხადებით, ევროპის ერთა თასის შეხვედრები კარგი საშუალება იქნება, რათა ნაკრების ყველა მოთამაშეს მიეცეს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება და, შესაბამისად, დაკომპლექტდეს უძლიერესი ნაკრები, რომელიც მსოფლიოს თასზე ღირსეულად იასპარეზებს.

ნაკრების მთავარი მწვრთნელის განცხადებით, სწორედ ამით არის განპირობებული, რომ ხვალ, უკრაინის
წინააღმდეგ, უკვე კარგად გამოცდილი გუნდის წამყვანი მოთამაშეების გვერდით, ბევრი ახალბედა მორაგბე ითამაშებს. მათ შორის არის ორი დებიუტანტი - ვახტანგ მაისურაძე და ბექა ურჯუკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ გუნდის ლიდერის, ირაკლი აბუსერიძის არყოფნის გამო, კაპიტნობას ხვალ გასული წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული დავით ზირაქაშვილი გადაიბარებს.

ევროპის ერთა თასის სამგზის მფლობელი საქართველოს ნაკრები ხვალ უკრაინის გუნდს დაუპირისპირდება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ბილეთი 2 ლარი ღირს.


"ინტერპრესიუსი"





.
მკითხველის კომენტარები / 2 /
რომელ საათზეა ხვალინდელი მატჩი?
პაატა
23:38 04-02-2011
0
ადმინისტრაცია: საქართველიო-უკრაინის მატჩი 15:00 სთ-ზეა



ვინმე დაწერს ხვალინდელი მაჩის დროს?
oldcoyot
07:30 05-02-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული