საქართველო-ესპანეთის მატჩის ბილეთების ინტერნეტით გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველო-ესპანეთის რაგბი ევროპის მესამე ტურის მატჩზე ბილეთების ინტერნეტით გაყიდვა დაიწყო. ბილეთის ფასი 3 და 5 ლარია.

"ბორჯღალოსნები" ესპანეთის მორაგბეთა ნაკრებთან შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 27 თებერვალს, 17:00 საათზე გამართავენ. მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

ბილეთების ყიდვა შესაძლებელია მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში (22 თებერვლიდან ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდე), ფილარმონიის სალაროებში (21 თებერვლიდან ყოველდღე, 11:00-დან 19:00 საათამდე) და ინტერნეტის მეშვეობით ვებგვერდზე TKT.GE.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ინტერნეტით ბილეთების გაყიდვა დაიწყო და მათი შეძენა ზემოთ ხსენებულ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანია TKT.GE-ს შემდეგ ტელეფონის ნომერზე: 0322 19 55 77

რაგბის კავშირი ბილეთების გაყიდვის ახლებურ მეთოდზე გადავიდა - ამიერიდან გაიყიდება ელექტრონული ბილეთები, რაც ნიშნავს ბილეთების როგორც ინტერნეტით, ასევე სალაროში შეძენას.

ქართული რაგბისა და ზოგადად, სპორტის ქომაგების მოთხოვნების გათვალისწინებით, საქართველოს რაგბის კავშირმა გადაწყვიტა ბილეთების უფრო კომფორტულ, ონლაინგაყიდვის მეთოდზე გადასვლა. ელექტრობილეთი, თავის მხრივ, ბევრად გააადვილებს ბილეთების გაყიდვას. ბილეთების შეძენა, როგორც ინტერნეტით, ასევე ადგილზე, სალაროში იქნება შესაძლებელი.

საქართველოში დღეს ორი კომპანიაა წარმოდგენილი - TKT.GE და BILETEBI.GE. ვინაიდან ონლაინ-ბილეთების გაყიდვის გამოცდილება საქართველოს რაგბის კავშირს არ აქვს, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ორივე კომპანიას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დარჩენილ ორ საშინაო მატჩზე, რიგრიგობით მიეცეს ბილეთების გაყიდვის შესაძლებლობა.

"მოხარულები ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, მოვემსახუროთ საქართველოში ნომერ პირველი სპორტის სახეობის, რაგბის გულშემატკივრებს. უდიდესი პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ მნიშვნელოვან თანამშრომლობას და ვცდილობთ, მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ ქართული რაგბის ქომაგებს. გვჯერა, რომ ქართული რაგბის წარმატება ჩვენი კომპანიისთვისაც უდიდესი წარმატების მომტანი იქნება. რაგბი ჩვენი თამაშია", - განაცხადა TKT.GE-ს მმართველმა ვაჟა ხაჩიძემ.

"ჩვენ, როგორც ჩვენი ქვეყნის რაგბის ყველა გულშემატკივარი, დიდი სიხარულით ვადევნებთ თვალს ბოლო წლებში საქართველოს ნაკრების ფენომენალურ წინსვლას. ჩვენთვის დიდი პატივია, მივიღოთ მონაწილეობა და გავაკეთოთ მაქსიმუმი, რათა რაც შეიძლება ბევრმა გულშემატკივარმა შეძლოს თამაშზე დასწრება და საყვარელი გუნდის ქომაგობა. ჩვენი მხრიდან, ვუერთდებით "ბორჯღალოსნების" ქომაგთა დიდ არმიას და ვუსურვებთ ჩვენს გუნდს გამარჯვებას", - განაცხადა BILETEBI.ge-ს დამფუძნებელმა და დირექტორმა გიორგი ჩხიკვიშვილმა

მატჩების ბილეთების გაყიდვის რიგითობა ასე გადანაწილდა:

საქართველო - ესპანეთი TKT.GE
საქართველო - რუმინეთი BILETEBI.GE

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბილეთები.ჯი რა ნამუსით ყიდით ბილეთებს?! აქამდე უნდა დაგეხურათ თქვენი კომპანია.
georgian
04:58 19-02-2016
0

სიახლეები პოპულარული