საქართველო - უკრაინა 62:3

AutoSharing Option
ვროპის 2011-2012 წლების "ერთა თასი". I ტური
5 თებერვალი. თბილისი. "მიხეილ მესხი"
საქართველო - უკრაინა 24:0

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრაში უკრაინა 62:3 დაამარცხა. ქართველმა მორაგბეებმა მეტოქეს 10 უპასუხო ლელო დაუდეს, რასაც უკრაინელებმა მხოლოდ მეორე ტაიმში გატანილი ერთი 3-ქულიანი ჯარიმით უპასუხეს.

ქართველებიდან ლელოები დადეს ირაკლი ნატროშვილმა, მერაბ კვირიკაშვილმა, ბიძინა სამხარაძემ, ლექსო გუგავამ, ირაკლი მაჩხანელმა, დავით ზირაქაშვილმა, ბექა ურჯუკაშვილმა. ორი ლელო გაიტანა დავით კაჭარავამ.

მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ერთა თასის გათამაშების მორიგ შეხვედრას საქართველოს
ნაკრები 12 თებერვალს ჩაატარებს. ქართველი მორაგბეები ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდებიან.



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული