"ბორჯღალოსნები" ტრადიციულად სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" დაბანაკდნენ. გუნდის შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. პირველ ტურში, უკრაინასთან მატჩში დაშავდა მესამეხაზელი ბესიკ უდესიანი (მაკონი), მის ნაცვლად რიჩი დიქსონმა რუმინეთის "ფარულის" მოთამაშე ლაშა თავართქილაძეს უხმო.
ფრანგულ კლუბებთან შეთანხმების საფუძველზე ნაკრების ბანაკი დატოვეს პირველხაზელებმა, დავით ზირაქაშვილმა (კლერმონი) და დავით ხინჩაგიშვილმა (ბრივი). მათ ნაცვლად ნაკრების კვართს მოირგებენ ანტონ ფეიქრიშვილი
საფრანგეთიდან ჩამოვიდა და ასევე საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფება მეორეხაზელი ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი). ჯანმრთელადაა და გუნდთან ერთად ვარჯიშობს შუამარბი თედო ზიბზიბაძე (პერიგო). დიქსონმა ესპანელებთან სათამაშოდ იხმო ქუთაისის "აიას" გარემარბი ირაკლი ჩხიკვაძე.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ვასილ კაკოვინი (ბრივი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი), ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა), ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი/ყოჩები).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი)
მესამე ხაზი: გია ლაბაძე (ლა სეინი), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), ლაშა თავართქილაძე (ფარული), ზივიად მაისურაძე (ლოკომოტივი).
#9: ბიძინა სამხარაძე (სტიაუა), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).
#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი)
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ირაკლი გიორგაძე (ლავორი).
#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია).
II ტური, 12 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი, რუსეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუმინეთი.