შეკრებაზე განხილული თემებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ "ბორჯღალოსანთა" ნოემბრის ტესტ-მატჩები.
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და ორივეში მასპინძლის სტატუსი ექნება. ერთ-ერთი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც დედაქალაქს 12 ნოემბერს ესტუმრება. 18-ში "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდებიან, მანამდე კი, 11 ივნისს, სამოას შეხვდებიან, 18-ში ტონგას, 25-ში კი ფიჯის ეთამაშებიან.
ეხლა რაცშეეხება შედეგს. თუნდაც ყველა თამაში წავაგოთ, ეს სამარცხვინო არიქნება. თუ ორ თამაშს მოვიგებთ ეს კარგი შედეგია. სამი თამაშის მოგება მაგარი შედეგია. ბიჭები პროგრესირებენ და მჯერა 2019- ი წლის მსოფლიო ჩენპიონატის შემდეგ აუცილებლად დაიკავებენ კუთვნილ ადგილს სარაგბო ელიტაში!
2. ერთი რამ, რაც არ გამეხარდა, ის გახლავთ, რომ არც ერთი ექვსი ერელი არ ჩამოდის თბილისში სათამაშოდ. როგორ ვქნათ, რომ რომელიმე აქ ჩამოვაცუნცულოთ?
5 მეტოქეა თორე 6 თამაშს ვატარებთ, რადგან სამოას ივნისშიც ვხვდებით და ნოემბერშიც!!
ეს რაც შეეხებოდა მატჩების რაოდენობას, აი სიძლიერით კი 5ვე ჩვენზე ძლიერ გუნდად ითვლება და დამიჯერე იგივე ტონგასთან მოგებით ნუ იფიქრებ რომ სუსტია, ახასიათებთ კუნძულელებს მსგავსი ჩავარდნები, დღეს შეიძლება მოვუგოთ, ხვალ წავიდეს და ზელანდია დაამარცხოს თუ თამაში წაუვიდათ(იაპონიის სენსაცია ყველამ ვნახეთ)..
შოტლანდიაზე არაფერს ვიტყვი 6ერის გუნდია და მემგონი მსოფლიოზე ყველაზე კარგად გამოვიდა და ეხლაც შესანიშნავად აგრძელებს!!
იგივე მსოფლიო თასის წინ ტონგასთან მოგება პროგრამა მაქსიმუმი იყო და ბიჭები ამბობდნენ ჩვენზე ძლიერია და ყველაფერი უნდა დავდოთ რო იქნებ გაგვიმართლოს და მოვუგოთო, მსოფლიო პრესაც იაპონიის მიერ სამხრეთ აფრიკის დამარცხების შემდეგ ყველაზე დიდ სენსაციად ჩვენ გამარჯვებას ასახელებდა!!