"ლობუშებთან" ორი ქართველით

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშება რუსეთის ნაკრებმა მადრიდში, ესპანეთის ეროვნული გუნდის ძლევით დაიწყო. მომავალ შაბათს კი სოჭში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ლობუშებმა", თამამად შეიძლება ითქვას, რომ მოულოდნელად დაამარცხეს მსოფლიო თასზე "ბორჯღალოსნების" მეტოქე რუმინეთი - 24:17.

რუსეთისა და პორტუგალიის ნაკრებების დაპირისპირება მუდმივად დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს და წინასწარ გამარჯვებულის დასახელება, ფაქტობრივად, შეუძლებელია. რუსთა თავკაცმა ნიკოლაი ნერუშმა, ესპანურ 23-კაციან შემადგენლობას კიდევ ხუთი ახალი მორაგბე დაუმატა და მეტოქესთან სათამაშოდ სოჭში ემზადება.

რუსეთის ნაკრების რიგებში არიან წარმოშობით ქართველები კარლო მაღლაკელიძე და ვალერი ცნობილაძე. გუნდს ვერ დაეხმარება ტრავმირებული მეორეხაზელი
კირილ კულემინი, რომელიც, სავარაუდოდ, მოედანს სეზონის ბოლომდე ვერ დაუბრუნდება.

რუსეთის ნაკრები
შერკინება: კარლო მაღლაკელიძე, ვალერი ცნობილაძე, ალექსანდრ ვოიტოვი, ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, ვლადისლავ კორშუნოვი, კირილ კუშნარიოვი, ევგენი მატვეევი, ანდრეი ოსტრიკოვი, ევგენი პრონენკო, ალექსეი ტრავკინი, არტიომ ფატახოვი, ალექსანდრ ხროკინი, ნიკიტა მედკოვი, ალექსეი პანასენკო, ივან პრიშეპენკო.
უკანა ხაზი: ალექსანდრ იანუშკინი, ალექსანდრ შაკიროვი, კონსტანტინ რაჩკოვი, ვლადიმირ ოსტროუშკო, ალექსეი მაკოვეცკი, იური კუშნარიოვი, ანდრეი კუზინი, იგორ კლუჩნიკოვი, იგორ გალინოვსკი, მიხაილ ბაბაევი, ვასილი არტემევი, ოლეგ კობზევი, ალექსეი შერბანი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული