საქართველო VS ტონგა - ოთხი ცვლილება "ბორჯღალოსნებში"

AutoSharing Option
ფოტოზე: გიორგი თხილაიშვილის ლელო საქართველო-ტონგას მატჩში მსოფლიოს თასზე

თბილისის დროით 18 ივნისს, გამთენიისას, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ივნისის ტესტ-სერიის მეორე მატჩს ფიჯიზე, ტონგას ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 04:45 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" წარმოადგენს.

"ბორჯღალოსნებმა" სამოას ნაკრებთან ფრედ დასრულებული მატჩის შემდეგ ფიჯიზე გადაინაცვლეს, რამდენიმე დღე დაისვენეს და ტონგასთან გასამართი თამაშისთვის მზადება დაიწყეს.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]

დღეს გუნდს კაპიტნის ვარჯიში აქვს. ტრადიციულად, მატჩამდე 48 საათით ადრე კი მილტონ ჰეიგმა ნაკრების სამატჩო რაზმი დაასახელა.

გუნდის შემადგენლობაში ოთხი ცვლილებაა. პირველ ხაზში ძირითად შემადგენლობაში ზურაბ ჟვანია და ანტონ ფეიქრიშვილი ითამაშებენ, კარლენ ასეიშვილი და ირაკლი მირცხულავა კი თადარიგში იქნებიან. შეცვლაზე მოუწევს თამაში მესამეხაზელ ლაშა ლომიძეს, მის ადგილს კი ბექა ბიწაძე დაიკავებს. ერთი სიახლეა უკანა ხაზში: გარემარბი გიორგი ფრუიძე თამაზ მჭედლიძემ შეცვალა.

"ამ მატჩში შესაძლებლობა გვეძლევა, ძირითად შემადგენლობაში ის მორაგბეები დავაყენოთ,  რომლებიც ერთი კვირის წინ საფრანგეთიდან შემოგვიერთდნენ. პირველ ხაზში დიდი არჩევანი გვაქვს და გვინდა, მორაგბეებს სათამაშო დრო მივცეთ, რათა დაამტკიცონ, რომ იმსახურებენ სასტარტო თხუთმეტეულში ყოფნას. ეს გუნდში ჯანმრთელ კონკურენციას ქმნის, რაც მხოლოდ წაგვადგება.

მიგვაჩნია, რომ მესამეხაზელმა ბექა ბიწაძემ ვარჯიშებზე კარგად იმუშავა და ამ შემთხვევაში სასტარტოში ლაშა ლომიძეს შეცვლის.

უკანახაზელების უმეტესობამ შარშან მსოფლიოს თასზე ითამაშა და შესაბამისად, დიდი გამოცდილება აქვთ.

სამოასთან ფრედ დამთავრებული ტესტის შემდეგ მნიშვნელოვანია, რომ ტონგასთან განსაკუთრებით კარგად ვითამაშოთ. ამიტომ მოტივირებულნი ვართ, რომ თამაშის ხარისხი სულ სხვა დონეზე ავიყვანოთ და შაბათს უკეთესი რაგბი ვაჩვენოთ", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა.

მილტონ ჰეიგი: შარშანდელი მსოფლიო თასის შემდეგ ტონგას რევანში ენდომება

საქართველოს ნაკრები:
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე. 1. ზურაბ ჟვანია, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ანტონ ფეიქრიშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. გიორგი ჩხაიძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
16. შალვა მამუკაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. გიორგი ფრუიძე

ივნისის ტესტები
18 ივნისი
საქართველო-ტონგა

24 ივნისი
საქართველო-ფიჯი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 7 /
ყოჩაღ ჩვენს ბიჭებს ჩვენ რომ იმ მდგომარეობაში ვყოფილიყავით ორ კაცს გაგვიგდებდა მსაჯი ძლივს გაიმეტა ყვითელი ბოლოს კაი ხნით ადრე უნდა გაეგდო რომელიმე ეს მოვიგეთ და რო არ მოგვეგო მაშინ?
arseni
09:31 18-06-2016
0
გილოცავთ ყველას ამ ბრწყინვალე გამარჯვებას
sergo
06:50 18-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული