ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ფიჯისთან (14:3) გამარჯვება ომახიანად აღნიშნა.

"ბორჯღალოსნები" მატჩის შემდეგ  მშვენიერ ხასიათზე იყვნენ და გამარჯვების აღსანიშნავად იმღერეს კიდეც.

- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 89 /
გაიხარეთ როგორც მე და მთელი საქართველო გაახარეთ!სულ გამარჯვებულები გატაროთ უფალმა!
Gocha Juve
24 ივნისი 2016 13:04
0
ასეთი ვაჟკაცები რო ეყოლება ერს,ის ერი არასდროს არ გადაშენდება...
მადლობა უფალს ამისთვის და მადლობა ბიჭებს ამ სიხარულისთვის...
gg
24 ივნისი 2016 13:02
0
ლომებს გაუმარჯოს
temo
24 ივნისი 2016 12:50
0
თქვენ გაგიმარჯოთ ბიჭებო, ამ ქვეყნად ასეთი ნათელი წერტილი რომ ხართ.
ss
24 ივნისი 2016 12:50
0
რა სიტყვებმა შეიძლება აღწეროს ამ ადამიანების თავდადება, პროფესიონალიზმი, მოტივაცია, გმირობა და სამშობლოს სიყვარული არ ვიცი. ახლა როდესაც კლუბებიდან განთავისუფლებულებს შეეძლოთ თავიანთ ლამაზ ოჯახებთან ერთად დაესვენათ დამღლელი სეზონის შემდეგ, ისინი ერთი თვით მოწყდნენ ოჯახებს და სამივე თამაშში იმხელა მოტივაცია გამოავლინეს, ვერც კი წარმომიდგენია საიდან შეიძლება ასეთი ენერგიის და მოტივაციის მიღება. დიდებული კრებული ხართ და ვიცი, კიდევ ბევრი გამარჯვება გაქვთ წინ, იმიტომ რომ ასეთი დაუზარელები ხართ და ასე თქვენში გამჯდარი ერთმანეთისა და სამშობლოს სიყვარული. ასეთ ღირსეულ სერიას არ ველოდი, მაპატიეთ, რადგან ერთი თამაშის მოგების და ორში ღირსეულად თამაშის იმედი მქონდა მხოლოდ. თან გვაკლდნენ ნარიაშვილი, ქუბრიაშვილი, გორგოძე, ლობჟანიძე და კიდევ რამდენი. რა მწარედ ვცდებოდი :) ნეტა ასე ხშირად შევცდე. ეს ხალხი რომ ყოფილიყო შერკინებაში, აღარ ვიცი უკვე რა მოხდებოდა :) კიდევ როგორ ასწიეთ თამასა, როგორ გვანებივრებთ, როგორ ემსახურებით თქვენს ქვეყანას. საოცრებბები ხართ, ღირსეული ვაჟკაცები, უფალს ებარებოდეთ!
გულშემატკივარი
24 ივნისი 2016 12:49
0
გაიხარეთ ბიჭებო!!! გაგიმარჯოთ!!! გმადლობთ, ზღვა სიხარულისთვის!!!
tngh
24 ივნისი 2016 12:39
0
აბა ჟრუანტელების რაოდენობას ვინ დათვლის...?:)
აი ემოცია...
24 ივნისი 2016 12:36
0
თქვენ გენაცვალეთ მგლებო დიდხანს იცოცხლეთ და სულ გამარჯვებულებს გევლოთ
Vakhtangi
24 ივნისი 2016 12:35
0
ა ხალხი, ნამდვილი შთამომავლები ჩვენი წინაპრების, ნათელი წერტილი ჩვენს უფერულ ყოფაში, ჩვენი გადაგვარების გზაზე დამდგარი ერის საუკეთესო ნაწილი!
დათი
24 ივნისი 2016 12:34
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული