გიორგი კვირიკაშვილი: რაგბი საქართველოს სპორტის ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა

AutoSharing Option
იმ უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, რაც ჩვენმა მორაგბეებმა გამოიჩინეს, რაგბი ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა რაგბის ევროპის 96-ე გენერალური ასამბლეის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ევროპის რაგბის პრეზიდენტს, ოქტავიან მორარიუს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის უდიდესი პატივია, უმანსპინძლოს რაგბის ევროპის ასამბლეას.

"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წაადგება ქართული რაგბის განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით. მინდა ვთქვა, რომ რაგბის აქვს უდიდესი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.

წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერით და იმ უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, რაც
ჩვენმა მორაგბეებმა გამოიჩინეს, რაგბი ეროვნულ სახეობად ჩამოყალიბდა.

სახელმწიფოს, რაგბის კავშირის და კერძო სექტორის მხარდაჭერით, აშენდა ინფრასტრუქტურა საქართველოში. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ფონდ "ქართუს" წვლილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. აშენდა 16 სტადიონი და ამაში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისა. როგორც ოქტავიან მორარიუმ აღნიშნა, საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მორაგბეებს, რომლებმაც ურთულეს წლებში, ურთულეს პირობებში შეძლეს, რომ საქართველოს სახელი დაეცვათ საერთაშორისო მასშტაბებით.

სიამოვნებით მინდა აღვნიშნო გასული წლის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, სადაც დავინახე პატარა რაგბის ქვეყნების მხარდაჭერა და საქართველოს აღქმა, როგორც რაგბის ქვეყნის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო 2017 წელს მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ოც წლამდე მორაგბეებში. კვირიკაშვილმა გამოთქვა მზაობა აღნიშნული სპორტული ღონისძიების უმაღლესი დონის ორგანიზებაში.

"გიდასტურებთ პატივისცემას რაგბის თითოეულ მესვეურს, გულშემატკივარს და აღგითქვამთ სრულ მხარდაჭერას", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ მორაგბეებს ფიჯის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა.

- საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში შეიძლება მე-11 ადგილზე გადავიდეს
- "ბორჯღალოსნების" რეკორდი - საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია გაზარდა!
- "ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"
- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]
- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

წყარო: interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 6 /
დღეს რო დაფასებულია რაგბი და რაგბისტები ესე არასდროს ყოფილა რაც შეეხება ფულს სახელმწიფოს შევეშვათ რაც შეუძლია მაქსიმუმს აკეთებს და შემდეგშიც არ დაიხევს რაგბის დახმარებაზე უკან მაგას ჯობია ჩვენმა ძალათ პატრიოტმა მილიონერებმა ხელი გამოიღონ რო იბღინძებიან ტელეეთერებში და ერთ კაცს არიან მიჩერებული ხელებში რათუნდათ ეს მილიონები გავლიან მარილზე მოვა დროდა ოხრად დარჩებათ როგორც ზოგიერთებს მოუვიდათ.გიას და მელიტონას ბიჭების თამადობით კიდე დიდი მადლობა და წარმატებები.ისე ეჭვიც არ მეპარება იმ ერთ კაცთან ერთად ქართული რაგბი 6 ერსაც მალე დააჭაშნიკებს.ამაში დარწმუნებული ვარ.მისი ფინანსური მდგომარეობა და გვერდში დგომა აუცილებელიც კი იქნება გარკვეულ გარემოებათა გამო.ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს და ჩვენ რაგბისტებს ნამდვილ კაცებს და ქართველებს.
qutaiseli
25 ივნისი 2016 08:33
0
მთავრობას: დააფასეთ რაგბისტები.უზომოდ დიდ პოპულარიზაციას უწევენ როგორც ჩვენს სამშობლოს ისე სპორტსაც
გიორგი
24 ივნისი 2016 18:12
0
85 მილიონი
უმადურობა შეგნებული ღორობაა
24 ივნისი 2016 18:00
0
ქართული რაგბი წინ მიდის ....მაგრამ მარტო ლეგიონის იმედზე ყოფნა არ ივარრგებს ...წავა ეს თაობა და რა მერე ...აუცილებელია,რომ საქართველოს ჩემპიონი მონაწილეობდეს ევრო ჩელენჯის თასზე...
ზურა ზურაბი12
24 ივნისი 2016 17:50
0
მერე რაგბის სტადიონი რო უნდა გაკეთებულიყო გეხსენებინა 1 რას უპირებთ.
giga
24 ივნისი 2016 17:36
0
ამის შემდეგ გამოხტებიან ადამიანები და იძახიან ბიძინა რა შუაშია ქართული რაგბის განვითარებასთანო. უმადური ხალხი ვართ სხვა რაუნდა თქვა.
კიკა
24 ივნისი 2016 17:06
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული