"ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ფიჯისთან (14:3) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"დღევანდელი გამარჯვება, როგორც ცალკე აღებული შედეგი, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ ეს ტურნე იმით იყო გამოსარჩევი, რომ ჩვენ შევძელით იმის გაკეთება, რაც საქართველოს არცერთ ნაკრებს არ გაუკეთებია მანამდე - ჩამოვედით კუნძულებზე და გავიმარჯვეთ სერიაში.

ამის შესახებ მარტშიც კი ვსაუბრობდით და ყველანი უკვე მაშინ ვიყავით განწყობილნი იმისათვის, რომ ისტორია შეგვექმნა. ოკეანეთში ზაფხულის ტესტების დაუმარცხებლად დასრულება დიდ მიღწევას წარმოადგენს, რომელიც ჩვენ თავდაჯერებულობას შეგვმატებს, რათა ზრდა და განვითარება განვაგრძოთ.

ყველას, ჩვენს
ბიჭებს ვულოცავ სულითა და გულით, ვინაიდან ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში უკლებლივ ყველამ დღე და ღამე იმუშავა", - ციტირებს მილტონ ჰეიგის სიტყვებს საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალური ვებგვერდი.

- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]
- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 35 /
მაგარი ხარ მელიტონ
NMN789
10:10 25-06-2016
0
ამ კომენტარების წაკითხვის მერე რაღა ვუსურვო აღარ ვიცი მეტი, ალბათ 6 ერის კარის გაღება უახლოეს მომავალში.მერე კი ახალი ზელანდია2 რათქმაუნდა ჩვენი ლომების და მილტონის წინამძღოლობით ახლოს ეყოლებათ ევროპელებს. უფალი გფარავდეთ ლომებო, გაიხარეთ.
კახა
09:42 25-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული