პრემიერ-მინისტრი მიესალმა დამსწრე საზოგადოებას, ევროპის რაგბის პრეზიდენტს, ოქტავიან მორარიუს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოსთვის უდიდესი პატივია, უმანსპინძლოს რაგბის ევროპის ასამბლეას.
"დარწმუნებული ვარ, რომ ამ ასამბლეის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები წაადგება ქართული რაგბის განვითარებას საერთაშორისო მასშტაბით. მინდა ვთქვა, რომ რაგბის აქვს უდიდესი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან.
წლების განმავლობაში ამ მხარდაჭერით და იმ უდიდესი პატრიოტიზმის შედეგად, რაც
სახელმწიფოს, რაგბის კავშირის და კერძო სექტორის მხარდაჭერით, აშენდა ინფრასტრუქტურა საქართველოში. მინდა განსაკუთრებით აღვნიშნო ფონდ "ქართუს" წვლილი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში. აშენდა 16 სტადიონი და ამაში 85 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდო.
ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეცედენტი სახელმწიფოს და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობისა. როგორც ოქტავიან მორარიუმ აღნიშნა, საქართველო გახდა რაგბის ქვეყანა. მინდა ყველაზე დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს მორაგბეებს, რომლებმაც ურთულეს წლებში, ურთულეს პირობებში შეძლეს, რომ საქართველოს სახელი დაეცვათ საერთაშორისო მასშტაბებით.
სიამოვნებით მინდა აღვნიშნო გასული წლის გაერო-ს გენერალური ასამბლეა, სადაც დავინახე პატარა რაგბის ქვეყნების მხარდაჭერა და საქართველოს აღქმა, როგორც რაგბის ქვეყნის", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო 2017 წელს მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ოც წლამდე მორაგბეებში. კვირიკაშვილმა გამოთქვა მზაობა აღნიშნული სპორტული ღონისძიების უმაღლესი დონის ორგანიზებაში.
"გიდასტურებთ პატივისცემას რაგბის თითოეულ მესვეურს, გულშემატკივარს და აღგითქვამთ სრულ მხარდაჭერას", - აღნიშნა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილმა ქართველ მორაგბეებს ფიჯის ნაკრებთან გამარჯვება მიულოცა.
- საქართველოს ნაკრები მსოფლიო რეიტინგში შეიძლება მე-11 ადგილზე გადავიდეს
- "ბორჯღალოსნების" რეკორდი - საქართველოს ნაკრებმა წაუგებელი სერია გაზარდა!
- "ამ შედეგის მისაღწევად ოთხი კვირის განმავლობაში ყველამ დღე და ღამე იმუშავა"
- ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! - "ბორჯღალოსნები" გამარჯვების შემდეგ მღერიან [VIDEO]
- "ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]
წყარო: interpressnews.ge