თუმცა ეს საქართველოს ნაკრებს არ ეხება. ის ინგლისში გამართულ მსოფლიოს თასის გათამაშების შედეგებით ავტომატურად მოხვდა მსოფლიოს მომდევნო უდიდეს სარაგბო ფორუმზე. ერთა თასზე ერთი საგზური, სავარაუდოდ, წლეულსვე გათამაშდება, მეორე გუნდი კი 2018 წლიდან რეპეშაჟში ჩაერთვება.
შეიცვალა გათამაშების ფორმატი. ამიერიდან ტურნირი ერთწლიანი ციკლით წარიმართება, ანუ ჩემპიონიც და დივიზიონიდან გავარდნილიც ერთ სეზონში გამოვლინდება.
საქართველოს ნაკრები მომავალ ერთა თასზე შინ ორ მატჩს გამართავს, 18 თებერვალს გერმანიასთან და 11 მარტს რუსეთის ეროვნულ გუნდთან. "ბორჯღალოსნები" სტუმრად ითამაშებენ ბელგიაში, ესპანეთსა და რუმინეთში.
ახლა ძნელი სათქმელია, ჩვენი გუნდი რა შემადგენლობით მიიღებს ამ ტურნირზე მონაწილეობას, გამოცდის თუ არა ახალგაზრდების უმრავლესობას მილტონ ჰეიგი. ერთი კია, "ბორჯღალოსნების" თავკაცმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ჩვენ ყველა მატჩისა და ტურნირის მოგება გვინდაო. სავარაუდოდ, არც ერთა თასის ეს გათამაშება იქნება გამონაკლისი.
ევროპის ერთა თასი 2017
I ტური
11 თებერვალი
გერმანია-რუმინეთი
ესპანეთი-რუსეთი
ბელგია-საქართველო
II ტური
18 თებერვალი
საქართველო-გერმანია
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-რუსეთი
III ტური
4 მარტი
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
გერმანია-ბელგია
IV ტური
11 მარტი
საქართველო-რუსეთი
გერმანია-ესპანეთი
ბელგია-რუმინეთი
V ტური
18 მარტი
რუმინეთი-საქართველო
რუსეთი-გერმანია
ესპანეთი-ბელგია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"