ლაშა მალაღურაძე: საქართველოში რაგბი უკვე ფეხბურთზე პოპულარულია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრების მორაგბე ლაშა მალაღურაძემ რუსულ gornovosti-ს ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც ჩვენთვის რამდენიმე საინტერესო საკითხზეც ისაუბრა.

გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- საქართველოს მსოფლიო თასის ერთ-ერთ აღმოჩენად თვლიან. რის ხარჯზე მოახერხეთ ასე კარგად თამაში? ბოლო-ბოლო, ტონგას ნაკრები დაამარცხეთ...
- ჩემპიონატისთვის საკმაო ხნის განმავლობაში ვემზადებოდით. 3 თვის განმავლობაში საკუთარ თავს მოდუნების საშუალებას წამითაც არ ვაძლევდით - ერთმანეთს მხარს ვუჭერდით.

მსოფლიო თასი ტონგას დამარცხებით დავიწყეთ და ყველა მეტოქესთან მიზნად გამარჯვება დავისახეთ. ჯამში, სამთვიანმა ვარჯიშმა შედეგი გამოიღო.

- რამდენად პოპულარულია რაგბი საქართველოში?
- ვფიქრობ,
უკვე ფეხბურთზე პოპულარულიცაა. სულ უფრო და უფრო მეტი ბავშვი იწყებს რაგბის თამაშს. საქართველოში ფეხბურთს ყოველთვის და ყველგან თამაშობდნენ - ახლა მსგავსი სიტუაცია უკვე რაგბიზეა.

- შენი აზრით, რა აკლია რუსეთის ნაკრებს საქართველოს დონემდე?
- რთული კითხვაა. რუსეთის ნაკრების მორაგბეები კარგი ბიჭები არიან. არაერთხელ მითამაშია თქვენი გუნდის წინააღმდეგ და ხშირად რთულად მოგვიპოვებია გამარჯვება.

ვფიქრობ, შეტევის ხაზი უკეთესი გვაქვს. უკეთესი გვაქვს ხასიათიც. იყო თამაშები, როცა წესით და რიგით უნდა მოგეგოთ, მაგრამ აგებდით...

- საქართველოსა და რუსეთის ნაკრების მატჩები იმდენად დაძაბულია, რომ საქმე არაერთხელ ჩხუბამდეც კი მისულა... მატჩის დასრულების შემდეგ გარჩევები გრძელდება თუ ნორმალურად ეკონტაქტებით ერთმანეთს?
- მატჩის შემდეგ კონფლიქტი აღარ არსებობს. ერთმანეთთან ვმეგობრობთ. ჩვენ პოლიტიკოსები არ ვართ და გასაყოფიც არაფერი გვაქვს. მოედანზე ემოციურობის ფონზე ვჩხუბობთ, მაგრამ მატჩის მერე სხვა სიტუაციაა.
მკითხველის კომენტარები / 44 /
რაც შეეხება ფეხბურთისა და რაგბის პოპულარობის შედარებას,საქართველოში რა მოგახსენოთ.ინგლის ორივე სახეობის სამშობლოა ესეც იცით ალბათ,პრემიერლიგის ბოლო ადგილზე მყოფი გუნდის ყველაზე სუსტ ფეხბურთელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს ვიდრე მსოფლიოს ნებისმიერ ლიგის უმაღლესი კლასის რაგბისტს.მიზეზების ახსნა თქვენთვის მომინდვია.რაც შეეხება კაცობასა და ვაჟკაცობას ყველა ადამიანს შე ძლია იყოს ვაჟკაცი ან ნაძირალა თავის ცხოვრებიდან გამომდინარე, სპორტი აქ არაფერ შუაშია.
babu
01 სექტემბერი 2016 10:12
0
ფიზიკურად ძლიერი -რაგბისტი ყოველთვის დაჭმუჭნის ნებისმიერ ფეხბურთელ- ბალერუნს.ვაჟკაცი,რაგბისტები,მოჭიდავეები,ძალოსნები,მძლეოსნები,მოცურავეები ,მებრძოლი ქარტველები ხორცით და სულით-ესაჭიროება ქვეყანას და არა სიტყვების ბრახაბრუხი-არ არსებობს და ოლე ოლე და ვაიმე აქ მტკივა და იქ ვიკოტრიალებო!
bacho ges v
01 სექტემბერი 2016 08:56
0
არ არსებობს,ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა!!...
ბაჩო გ
31 აგვისტო 2016 20:33
0
100%გეთანხმები ჯერ იმის მეასედი სიხარული მოუტანეთ ქვეყანას რაც საქართველოს ფეხბურტმა მოუტანა
Lado
31 აგვისტო 2016 19:45
0
ვიიც, რომ ამ პორტალზე ფეხბურთის მხარდამჭერი კომენტარები იბლოკება. მაგრამ მაინც ვცდი და დავწერ:
გამეცინა ამ ფრაზაზე - "გაუმარჯოს ნამდვილ კაცებს-რეგბისტებს?!" რაგბის სამყარო ფეხბურთის დაქცევისა და მათთვის სტადიონების წართმევის მიშასეული გეგმების მონაწილე იყო. წარბი არ დაუხამხამებიათ, ისე მიითვისეს სინათლე, შევარდენი, ლოკომოტივის დიღმის ბაზა, სადაც საფეხბურთო სკოლა იყო. ახლა ფოთში ფეხბურთელებს ყველა მიზეზით თავიდან იცილებენ - ეს ნამდვილად დიდი კაცობაა!

ჯერ ამ ქვეყნას იმ სიხარულის მეათედი მიანიჭეთ, რაც პაიჭაძემ, მესმა, მეტრეველმა, ჩივაძემ და დარასელია-გუცაევმა გააკეთეს და მერე იტრაბახეთ.

ქართულ ფეხბურთს ახლა გერის როლშია, მაგრამ გაუმარჯოს თუნდაც ასეთ დღეში მყოფს!
vis gaumarjos
31 აგვისტო 2016 19:20
0
დიდი სისულელეა რაგბისა და ფეხბურთის სჰედარება და მეთი არაფერი,სუ რამდენი ქვეყანა იცით სადაც რაგბს თამაშობე დიდი დიდი 20 გუნდი ვინც რამეს წარმოადგენს ამათშორისაც არის დიდი განსხვავება.მსოფლიო ჩემპიონატი რო აიღო სულ ერთიდაიგივე გუნდები აღწევენ წარმარებას ჯგუფიდანაც სუ ერტიდაიგივე გუნდები გადიან და ეს უკვე ზედმეტად უინტერესოა
Lado
31 აგვისტო 2016 18:41
0
ხსოვნა იყოს ჩვენი ფაქიზო ფეხბურთელების, გაუმარჯოს ნამდვილ კაცებს-რეგბისტებს
ლევანი
31 აგვისტო 2016 15:39
0
ლაშა გენაცვალე ჯიგარში, ასევე ყველა ჩვენს ჯიგრიან რაგბისტებს. მოკლედ ნაღდი კაცები ხართ
იკა
31 აგვისტო 2016 15:35
0
ფეხბურთელების არამი ფული გადაეცეს რეგბისტებს ალალია. რა საჭიროა ფეხბურთის ფედერაცია??????????????/
კოკი
31 აგვისტო 2016 15:33
0
რატო ბლოკავ სულ ჩემ კომენტარებს? რამე პირადული გაქ? რა ტვინი "წაიღე"? რაგინდა საერთოდ?
admin es waikitxe ar gamoaqveyno
31 აგვისტო 2016 11:58
0

სიახლეები პოპულარული