საქართველოს ნაკრების მორაგბემ ვასილ ლობჟანიძემ 12 ნოემბერს იაპონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
- საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO+PHOTO]
"ძალიან რთული მატჩი გამოვიდა. მეტოქე რთული გვყავდა - იაპონიამ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძალიან კარგად ითამაშა და მიუხედავად იმისა, რომ ორი მორაგბე აკლდათ, საქართველოში კარგი შემადგენლობით ჩამოვიდა.
არაერთი შეცდომა დავუშვით, რითაც მეტოქემ კარგად ისარგებლა, თორემ ნამდვილად შეგვეძლო გამარჯვება.
შემდეგი ჩვენი მეტოქე 19 ნოემბერს სამოას ნაკრები იქნება - ასევე საკმაოდ ძლიერი გუნდი. ვეცდებით, ამ დრომდე იაპონიასთან დაშვებული შეცდომები გამოვასწოროთ", - განაცხადა ლობჟანიძემ.
13:48 13-11-2016
ვასილ ლობჟანიძე: იაპონიამ ჩვენი შეცდომებით კარგად ისარგებლა
AutoSharing Option
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული
სამოას უნდა მოვუგოთ.
წარმატებები!