საქართველო-სამოა 20:16

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრებს უპირისპირდება. თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე შეხვედრის მეორე ტაიმი მიმდინარეობს.

საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით გახსნის კარგი შანსი მე-8 წუთისთვის მიიღო, როდესაც 5-მეტრიან ხაზთან შერკინება დაინიშნა. "ბორჯღალოსნებს" მეტოქე წინ ვერ დაუდგა - ჩაიქცა და მსაჯმა საჯარიმო ლელო დააფიქსირა! მერაბ კვირიკაშვილს გარდასახვა არ გასჭირვებია - 7:0.

ერთ წუთში სტუმრებმა საჯარიმო დარტყმით ანგარიშში სხვაობის შემცირება შეძლეს - 7:3.

22 წუთისთვის სამოელებმა ლელო დაგვიდეს. სტუმრებმა ხაზი გაგვიჭრეს, ლელო კი ჯორჯ პისიმ დადო. გარდასხვის შემდეგ ანგარიში 7:10
გახდა.

30-ე წუთისთვის "ბორჯღალოსნები" ანგარიშში ისევ დაწინაურდნენ. სამოელთა 5-მეტრიან ხაზთან შერკინება მოვიგეთ, ბექა ბიწაძემ კი ბურთი ჩათვლის მოედანში დაამიწა. "მეკოს" რეალიზაცია არ გასჭირვებია - 14:10.

38-ე წუთზე შერკინებაში სამოელები დაჯარიმდნენ. კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმა მახვილი კუთხიდან გაიტანა - 17:10.

შეხვედრის პირველი ტაიმი დასრულდა.

თამაში განახლდა. მეორე ტაიმი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს...

50-ე წუთისთვის სამოელებმა ჯარიმით ანგარიში შეამცირეს - 17:16.

კიდევ ხუთ წუთში სამოელებმა მორიგი ჯარიმა გაიტანეს და სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს.

მე-60 წუთზე კვირკაშვილმა საჯარიმო დარტყმა ზუსტად შეასრულა და ანარიში 20:16 გახდა.

დარჩენილ დროში დაცვაში თავგანწირული თამაშის ხარჯზე "ბორჯღალოსნებმა" მატჩი გამარჯვებამდე მიიყვანეს.

ნოემბერის ტესტები
საქართველო-სამოა 20:16
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. რეზო ჯინჭველაშვილი, 23. გიორგი აფციაური
სამოა: 15. ალბერტ ნიკორო, 14. პაულ პერესი, 13. ჯორჯ პისი, 12. რეი ლეე-ლო, 11. დევიდ ლემი, 10. პატრიკ ფააპალე, 9. კენ ფოტუალიი 1. ლოგოვიი მულიპოლა, 2. მანუ ლეიატაუა, 3. ენტონი პერენისე, 4. ჯეფ ლეპა, 5. ტეოფილო პაულო, 6. ჯეკ ლემი, 7. გრეგ ფოე, 8. ალაფოტი ფაოსილივა
16. ელია ელია, 17. ჰისა სასაგი, 18. ნეპი ლეატიგაგა, 19. ჯენესის ლეამალუ, 20. ტალაგა ალოფიპო, 21. ონეონე ფააფოუ, 22. პელე კოული, 23. დანჯელო ლეუილა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მადლობა ბიჭებს, ყველაზე მაგარი ნაკრები გვაყს და დარწმუნებული ვარ ახლო მომავალში კიდევ უკეთესი გვეყოლება.
გაიხარეთ და გამრავლდით!!!
daviti
19:48 19-11-2016
0
აფციაური რატომ არის ეროვნულში რატომ. ... მორაგბეა.
giorgi
19:29 19-11-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული