მამუკა გორგოძე: რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ, მამუკა გორგოძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი გამოვარჩიეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

გორგოძემ "ბორდოსთან" მატჩში მომხდარ ინციდენტზე, შოტლანდიასთან თამაშსა და გულშემატკივრებზე ისაუბრა.

- "ბორდოსთან" მატჩისას ზელანდიელმა ლუკ ბრეიდიმ ფეხი სახეზე დაგაბიჯა...
- ეს რაგბია - ამაზე უარესისთვისაც უნდა იყო მზად (იცინის). მეტკინა, მაგრამ მთავარია, ბუცი თვალს ასცდა. მალევე წამოვდექი - სხვისგან არ მიყვარს სიმულაცია, ოდნავ შეხებაზეც კი ნახევარ საათს რომ დაგორავენ მოედანზე. გუნდს სარგებელი რომ მოუტანო, ხანდახან ესეც საჭიროა, მაგრამ ჩემს
ხასიათს არ შეეფერება... შემთხვევითი უხეშობისთვის ბრეიდიმ რამდენჯერმე მომიბოდიშა, შეგნებულად ვერც ვერავინ გამიბედავდა, იციან, რომ განზრახ დარტყმას უპასუხოდ არ დავტოვებ. "მონპელიეში" ახალმისულს ამხანაგური მატჩისას მეც დამემართა მსგავსი რამ: მეტოქე ფეხებზე ჩამომეკიდა, გასათავისუფლებლად ახტომა ვცადე და... შემთხვევით დავაბიჯე. 33 ნაკერი დასჭირდა ყურზე...

- მამუკა გორგოძემ დაიცვა მეტოქე, რომელმაც სახეზე ფეხი დააბიჯა [VIDEO]

- "ექვსი ერის" მონაწილე ნაკრებთან ასე წაგებით ნიშნის მოგების საბაბი მივეცით ხალხს, ვისაც გულზე არ ეხატება ამ ტურნირისკენ ჩვენი ლტოლვა...
- მე სულ ვამბობდი, რომ "ექვს ერამდე" ჯერ სხვა ეტაპი გვაქვს გასავლელი. იტალიაც თითქმის ყველა მატჩს აგებს ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით, "მსოფლიო რაგბისთვის" ის ჩვენზე გაცილებით საინტერესო ქვეყანაა და მეორე ასეთი გუნდის დამატება არ აინტერესებთ. სანამ თამაშით აშკარად არ ვაჯობებთ იტალიას, "ექვს ერში" არ შეგვიშვებენ. ერთი თავით უნდა ვჯობდეთ, დღეს კი, ჩემი აზრით, 53%-47%-ზეა იტალიის სასარგებლოდ... გნებავთ, ვინმესგან ნიშნის მოგება დაარქვით, გნებავთ - მწარე სიმართლე, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ შოტლანდიის დონის გუნდებთან ტურნირში სათამაშოდ ჯერ მზად არა ვართ.

- თანაც, რაგბი ლოგიკური თამაშია და არც სენსაცია ხდება ისე ხშირად, როგორც ფეხბურთში ან კალათბურთში...
- რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ: მეც და სხვა მორაგბეებსაც ძალიან არ გვსიამოვნებს, როცა ფეხბურთელების კრიტიკის ფონზე გვაქებენ. თუ ვინმეს ჰგონია, ასეთი ლაპარაკით კოჭს გვიგორებს ან გვასიამოვნებს, ძალიან ცდება და ორივე სახეობას ცუდ სამსახურს უწევს! შედეგად, ფეხბურთის ქომაგსაც აგრესია უჩნდება რაგბის მიმართ და მოთამაშეებსაც... ჩვენ ყველა სახეობას და სპორტსმენს ვგულშემატკივრობთ, მით უმეტეს, ფეხბურთს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშია და საქართველოშიც უდიდესი ტრადიცია აქვს.

ფეხბურთელებიც ჩვენზე არანაკლებ მონდომებულნი არიან, მაგრამ რაგბი ისეთი სახეობაა, ბრძოლა, ჟინი, მიწოლა ჩვენთან უფრო აშკარად ჩანს, ფეხბურთში კი ამის გამოხატვა შედარებით ძნელია.

- სამოასთან წაგების უფლება არ გვქონდაო... იაპონიასთან დასანანი მარცხის შემდეგ არ გაგიჭირდათ კუნძულელებთან თამაშზე კონცენტრირება?
- წაგების მიუხედავად, ყველა ქომაგი რომ გიმეორებს, არა უშავს, ისევ ძველებურად გვიყვარხართ, ის მარცხი დაივიწყეთო, როცა წაგებული მატჩიდან ერთ კვირაში ტრიბუნები ისევ სავსეა, შენს თავს აღარ ეკუთვნი, დამარცხების უფლება აღარ გაქვს! უნდა დაივიწყო "აღარ შემიძლია", რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა გაიმარჯვო!

- აშკარაა, რომ თქვენთან ერთად მაყურებელიც გაიზარდა! წესებიც ყველამ ისწავლა და ისიც, როდის და როგორ გაამხნევოს საყვარელი გუნდი...
- ნამდვილად გაიზარდა! რაგბის წესებიც ისწავლეს, სხვა ნაკრებებიც კარგად გაიცნეს და ჰაერში აღარ დაფრინავენ, იციან, ვისთან მოგებაზე შეიძლება ფიქრი. ერთიც უნდა ვთქვა აუცილებლად: ქომაგებს ყველა ინტერვიუში ვახსენებ და სიყვარულისთვის იმდენჯერ ვუხდი მადლობას, შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, რომ ქომაგის გულის მოგებას ვცდილობ... არადა, პირფერობა არც ჩემს ხასიათშია და არც არაფერში მჭირდება, გულშემატკივრის უდიდეს სიყვარულს ისედაც სულ ვგრძნობ... თუ მოთამაშე არა ხარ, ვერ იგრძნობ, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი თანადგომა...

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა "კვირის პალიტრის" საიტზე შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საგაზეთო პუბლიკაცია და მისი წაკითხვა საიტზე ფასიანი პაკეტის შეძენის შემდეგ შეგიძლიათ.

მამუკა გორგოძის სრული ინტერვიუ - "რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია!"

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvrispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 45 /
ერთ-ერთმა დაწერა კომენტარში ფეხბურთი გვაერთიანებსო.

კარგი ფილმია მორგან ფრიმანის მონაწილეობით ნელსონ მანდელა განასახიერა, ნახეთ, თუ როგორ გააერთიანა სამოქალაქო ომის მერე სამხრეთ აფრიკა რაგბმა...
1
15 დეკემბერი 2016 11:11
0
ბოღმა, შური ღვარძლია ამ ყველაფრის თავი.

და მგონი ისეთ დონეზე ასული მკურნალოაბს რო არ ექვემდებარება.
giga
15 დეკემბერი 2016 10:32
0
თუ მასე ვიტყვით ოფიციალურად რაგბს 103 ქვეყანა თამაშობს ფეხბურთს 205 რაგბში მე-12ზე ვართ ფეხბურთში 119-ზე, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამ 103 ქვეყნიდან დაახლოებით 20-25 ქვეყანა თამაშობს რაგბს. (ტონგა და სამოა ჩვენს უკან არის და არასარაგბო ქვეყნობას იმედია არ აბრალებთ) ფეხბურთში არცერთ საფეხბურთო ქვეყანას არ ვუსწრებთ და, რომელ ფინანსებზე მელაპარაკებით გაბონიც კი ჩვენზე წინ არისცრეიტინგში თუ ჩემსას. ერ იჯერებთ ფიფას ოფიციალურ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ, რაც შეეხება ყველა ეზოში თამაშს ეგ არაფერს ცვლის მსოფლიოს ქვეყნების რაოდენობაში და ბოლოს იქნება გამახსენოთ ფეხბურთმა, როდის გაავსო სტადიონი ბოლოს? ან შევადაროთ დასწრება რაგბს და ფეხბურთში. საქართველოში რაგბი არ არის პირველი სპორტი მართალია მაგრამ ეროვნული სპორტის სახეობაა და ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს, რასაც ფეხბურთი ვერ ეგუება იმიტომ, რომ ფეხბურთი კარგავს ნელ-ნელა თავის გელშემატკივარს, თანაც კომენტარები რაგბის საკითხებში 30-40 პროცენტი თქვენ მიერცკეთდება და თუ არ გაინტერესებთ რას შემორბიხართ?
Me
15 დეკემბერი 2016 09:33
0
პოპულარობა რა საზომია? :)
რეზო
15 დეკემბერი 2016 02:37
0
მამუკა რომ დიდი პიროვნებაა და არა მარტო რაგბისტი ეს ამ ინტერვიუმდეც მრავალჯერ აქვს დამტკიცებული და მისდამი პატივისცემას კიდევ ერთხელ გამოვხატავ... გმადლობთ მამუკა სამშობლოს სამსახურისათვის!...რაგბის და ფეხბურთის გულშემატკივრებს კი ერთი რამ მინდა გითხრათ. მაშ მე რა ვქნა, როცა ქართული რაგბიც და ფეხბურთიც ერთნაირად მიყვარს?!...არა გრცხვენიათ, როცა ფეხბურთს და რაგბის აპირისპირებთ? მერწმუნეთ, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ათეულში შესვლისათვის რომ იბრძოდეს ვერ იპოვნით რაგბისტს, ან რაგბის გულშემატკივარს, რომელიც ამით არ იამაყებს, არ თუ შეშურდება. ამის საპირისპიროდ საფეხბურთო სამყაროსა და სამწუხაროდ ფეხბურთის გულშემატკივრებიდან სულ სხვა ტიპის, რბილად რომ ვთქვათ განაწყენებული გამონათქვამები მოდის, რაც უფრო თავდაცვას ჰგავს... დაშოშმინდით არავინ არ გვიტევს. ვერავინ ვერ შემეჯიბრებით ფეხბურთის სიყვარულში!ან ამაში შეჯიბრება როგორ შეიძლება?! 50 წელია რაც შეგნებულად ვგულშემატკივრობ ქართულ სპორტს და პირველ რიგში ფეხბურთს...თუ იმ წლებს ჩავთვლი როცა მამაჩემის ყველაზე ახმახ მეგობარს კისერზე შესმული შევყავდი დინამოზე ძღვა ხალხში, რომ არ გავეჭყლიტე, მაშინ 60 წელიც გამომივა:)..."დინამო" ჩემთვის სახლივითაა...არა თუ ჩემპიონატის, დუბლების თამაშებს არ ვაცდენდით და მომავალ ვარსკვლავებს ვზვერავდით:) , და ისინი მოდიოდნენ და მოდიოდნენ..."დინამოს" დუბლები მუდმივად სამეულში იყვნენ სსრკ-ს მსაჯობის პერიოდში და მათ თამაშებს ასჯერ მეტი მაყურებელი ესწრებოდა, ვიდრე დღევანდელ "დინამოს"...Bატონი რომან ფიფია ვალდებულია გაყიდოს გუნდი, რომელიც დააქცია!...ფეხბურთის გულშემატკივრებო, რაგბის კი ნუ გშურთ, ფეხბურთს მივხედოდ ერთად, კერძოდ კი "დინამოს"...მიუხედევად იმისა, რომ "დინამო" ჩემთვის ყველაფერია ფეხბურთში, მაინც მომხრე ვარ, რომ ერთხელ და სამუდამოდ გადაერქვას მას სახელი, რომ ბოლო წლების სირცხვილი მაინც დაიჩრდილოს ცოტაოდენ, ხოლო დიდი "დინამოს" სახელის შერცხვენა ამ თაობას მძიმედ დააწვება...ადმინს მოვუწოდებ, კომენტარები, სადაც ერთდროულად იქნება ფეხბურთისა და რაგბის თემა განხილული, დაიბლოკოს! არა აქვს მნიშვნელობა როგორ კონტეკსტში. არ შეიძლება ქართველთათვის ორი საამაყო სპორტის სახეობის თუნდაც მინიმალური დაპირისპირება!...ეს რით ვერ უნდა შეიგნოთ ხალხნო?!...მოდით ერთად ვიყვეთ იქ, სადაც ქართულად სჭირდება თანადგომა და ქართული სპორტის მხარდაჭერაა საჭირო...ცნობისათვის,ამჟამად საქართველოს ხელბურთელთა, მშვილდოსანთა თუ წყალბურთელთა ნაკრებების გამოსვლებზე შვილიშვილები დამყავს, რათა მათი ქვეყნის ნაკრების გულშემატკივრობა ისწავლონ და მათი მხარდაჭერის ვალდებულება გაუჩნდეთ. ისინი მომავალში სხვებსაც აიყოლიებენ და მათი სიმრავლე ბევრ სასიკეთო ცვლილებას მოიტანს.
სიტყვა გამიგრძელდა და თემასაც გადავუხვვიე... ყველას ბოდიშს გიხდით!
murtalo
15 დეკემბერი 2016 02:16
0
ჯე ძალიან დიდი სისულელეა ამ ორი სპორტის შედარება.ფეხბურტში იმხელა ფული იდება და ისეთ პოპილულარობას მიაღწია რო რაგბს არც კი დაესიზმრება:ფეხბურთი არამხოლოდ სპორტი,ფეხბურთი გვაერთიანებს:რაგბზე მსგავსი რამ გაგიგიაათ?იცით ფეხბურთის გულიზე სამხრეთ ამერიკაში ომიცკი დაიწყო.ან საიდან მოგაქვთ ეგეთი სისულელეები რო რაგბი ფეხბურთზე პოპულარულია.
Zumba
15 დეკემბერი 2016 01:46
0
ფეხბურთს ყველა ქვეყანა და ყველა ქვეყანაში თამაშობენ ეს ისე ცნობისთვის რაც 50 გაცილებით მეტია და დაანებეთ ბეხბურთს თავი ფეხბურთს გაცილებით დიდი ფული ჭირდება ვიდრე რაგბს 100 ჯერ და 1000 ჯერ მეტი რისი საშვალებაც სამწუხაროდ საქართველოს არ გააჩნია ეს არის თავი და თავი პრობლემის
Live
15 დეკემბერი 2016 00:17
0
რაგბის ფანებს გეკითხებით მართლა ფიქრობთ რო რაგბი უფრო პოპულარულია?სასაცილოაა
datoo
14 დეკემბერი 2016 23:29
0
სიტყვები არ მყოფნის ამ კაცისადმი პატივისცემის გამოსახატად ნამდვილად დიდი პიროვნებაა როგორც იტყვიან. Мужик с большой буквой დალოცვილი იყავი ჩემო კარგო
კახა ქირია
14 დეკემბერი 2016 19:20
0
ხალხო ძალა ერთობაშია, ნუ ავყვებით ბუხრიკებს.თავისი ბუხრიკა რაგბშიც არ გვაკლია. მთავარია გვიყვარდეს ჩვენი საქმე და ერთმანეთი. ასე რთულია ქართველის წარმატება გიხაროდეს????
რეზო
14 დეკემბერი 2016 18:02
0

სიახლეები პოპულარული