4 დეკემბერს, ტოპ-14-ის მორიგ ტურში მამუკა გორგოძის "ტულონმა" 37:10 დაამარცხა "ბორდო". იმ მატჩის 22-ე წუთზე წაქცეული გორგოძისთვის სახეზე ფეხის დაბიჯებისთვის გააძევეს "ბორდოს" ზელანდიელი მესამეხაზელი ლუკ ბრეიდი.
ბრეიდი დისკვალიფიცირებულია, თუმცა მის საკითხს 21 დეკემბერს განიხილავენ და შესაძლოა, სასჯელი დაუმძიმონ.
თავად ბრეიდი ამტკიცებს, რომ გორგოძისთვის ფეხი ძალით არ დაუბიჯებია. მას დამცველად ჩვენებური მოევლინა:
"ყველამ კარგად იცის, რომ გაფორმება არ მიყვარს, მაგრამ იმ მომენტში მართლა ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ მჯერა, რომ ლუკს ეს განზრახ არ გაუკეთებია", - განუცხადა "ეკიპს" ინტერვიუში ჩვენებურმა.
17:58 07-12-2016
მამუკა გორგოძემ დაიცვა მეტოქე, რომელმაც სახეზე ფეხი დააბიჯა [VIDEO]
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
საცემი კი ყოფილა, არ უნდა დაიხედო, სად დგამ ფეხს?!
0
0
ჩვეულებრივი ქართველია, როგორებიც დავითის დროს ცხოვრობდნენ, ანუ ნამდვილი კაცია
0
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები
პოპულარული