მე-20 ტურის ცენტრალური შეხვედრა დავით ზირაქაშვილის "კლერმონსა" და დავით ქუბრიაშვილის "ტულონს" შორის გაიმართება. ტულონელთა თავკაცმა ფილიპ სენტ-ამდრემ ამას წინათ განაცხადა, რომ მისი გუნდი პლეი ოფში იმ შემთხვევაში მოხვდება თუ ხუთ თამშს მოიგებს. აღსანიშნავია, რომ "ტულონს" შინ ოთახი მატჩი დარჩა გასამართი. ოთხივე რომ მოიგოს
"ტულონს" რეგულარული გათამაშების ფინიშის სწორს უმძიმესი ბრძოლის გადატანა მოუწევს სტუმრად "ვულკანებთან". ქუბრიაშვილის გუნდის მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ რამდენიმე ლეგიონერი თავიანთი ქვეყნების ეროვნულ ნაკრებებში არიან გამოძახებულნი. "ტულონის" მულტიმილიონერი მფლობელი მურად ბურჯელალი განრისხებული ცოფებს ჰყრიდა და იმუქრებოდა, მაგათ ყველას უმუშევარს დავტოვებო.
ასე თუ ისე, "ტულონს" კლერმონში ძალან გაუჭირდება, მით უფრო, რომ იქ არასდროს მოუგია. ინგლისელი მგეზავის ჯონი ვილკინსონის გარდა ვერ ითამაშებენ, სებასტიან ბრუნო, გევინ ჰენსონი და ხუან მარტინ ფერნანდეს-ლობე. თუმცა სამაგიეროდ ტრავმები მოიშუშეს და ჯანმრთელად არიან ჯო ფან ნიკერკი და ფელიპე კონტეპომი.
ამასობაში კი "კლერმონს" საფრანგეთის ნაკრებში მივლინებული მოთამაშეები, მორგან პარა, ჟულიენ პიერი, ჟულიენ ბონერი და ტომა დომინგო დაუბრუნდნენ. ტრავმა მოიშუშა ახალზელანდიელმა სიონე ლაუკიმაც. ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ზირაქაშვილი.
პირველ წრეში "ტულონმა" შინ 28:26 მოიგო.
მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, ბექა შეყლაშვილის "აჟენს" უმასპინძლებს. მონპელიელოები წლეულს ფაბიენ გალტიემ ახლებურად აათამაშა, რაც სეზონის მოულოდნელობად დიდი ხანია შერაცხეს. ჩვენებურთა გუნდს კარგი შანსი აქვს პლეი ოფში გააღწიოს და მინიმუმ "ჰაინეკენის თასზე" ასპარეზობის უფლება მოიპოვოს.
"მონპელიეს"აჟენთან" მატჩში ვერ დაეხმარება საფრანგეთის ნაკრების მგეზავი ფრანსუა ტრინ-დუკი, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებს. საეჭვოა ასევე საქართველოს ნაკრების მესამეხაზელის მამუკა გორგოძის თამაშიც, რომელსაც პორტუგალიაში ნატკენი ფეხი გაუმიზეზდა.
"აჟენმა", რომელიც დივიზიონში ადგილლის შენარჩუნებისთვის იბრძვის, წინა ტურში სენსაციურად დაამარცხა "ტულონი" და სატურნირო მდგომარეობა ოდნავ გაიუმჯობესა. ამდენად აჟენელები ყიველგვარი ფსიქოლოგური ტვირთის გარეშე, თავისუფლად ითამაშებენ. შეყლაშვილი ძირითად შემადგენლობაში იქნება.
პირველ წრეში "მონპელიემ" სტუმრად 35:6 მოიგო.
დივიზიონში დარჩენისთვის მებრძოლი კიდევ ერთი "ქართული გუნდი", დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" შინ ეთამაშება აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრს".
ბრიველებმა მე-19 ტურში შინ დაამარცხეს პარიზული "სტად ფრანსე", რასაც სატურნიროსთან ერთად დიდი ფსიქოლოგიური მნიშვნელობაც ჰქონდა. "ბრივს" კარგი შანსი აქვს "კასტრის" დამარცხებით "ჭაობს" თავი დააღწიოს, მით უფრო, რომ უშუალო კონკურენტები "აჟენი" და "ლა როშელი" სტუმრად ლიდერებს ეთამაშებიან.
"კასტრმა" ასევე უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა წინა ტურში შინ "მონპელიესთან". თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ეს გუნდი წლეულს სტუმრად ცუდად თამაშობს. მეტიც კასტრელებს ბრივში 1993 წლის შემდეგ აღარ მოუგიათ.
ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს, კაკოვინი სათადარიგოთა შორისაა, ფეიქრიშვილი ტრავმირებულია, გიორგაძე განაცხადში არ არის.
პირველ წრეში, "კასტრმა" შინ 28:6 მოიგო.
XX ტური
კლერმონი-ტულონი, ბურგუენი-მეტრო რასინგი, ბიარიც-ლა როშელი, ბრივი-კასტრი, სტად ფრანსე-პერპინიანი, ბაიონი-ტულუზი, მონპელიე-აჟენი.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 64 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 57, 3. კლერმონი - 53, 4. მონპელიე - 52, 5. კასტრი - 51, 6. ტულონი - 49, 7. ბაიონი - 49, 8. ბიარიცი - 49, 9. პერპინიანი -45, 10. სტად ფრანსე - 44, 11. აჟენი - 32, 12. ბრივი - 31, 13. ლა როშელი - 28, 14. ბურგუენი - 5.