პლეი ოფისთვის ისევ ოთხი იბრძვის

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარული გათამაშების დასრულებამდე 6 ტური დარჩა. მე-20 ტურის მატჩების შემდეგ პლეი ოფში მოხვედრისთვის ბრძოლა კიდევ უფრო გამძაფრდა. ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი მედლებისთვის ასპარეზობის გაგრძელების შანსს ისევ ინარჩუნებს. ორი კი დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ტურის ცენტრალურ მატჩში დავით ზირაქაშვილის "კლერმონმა" დავით ქუბრიაშვილის "ტულონს" უმასპინძლა და 19:12 დაამარცხა. თამაში, შეიძლება ითქვას, რომ ზომაზე მეტად დაძაბული, საკმაოდ ნერვიული გამოდგა. მოთამაშეები ხშირად იწევდნენ ერთმანეთზე საჩხუბრად, თუმცა სერიოზულ შეხლა-შემოხლამდე საქმე არ მისულა. სასიხარულოა, რომ შერკინების ორივე ქართველი ბურჯი თავიანთ
გუნდებში გამორჩეულნი იყვნენ.

პირველი ორი საჯარიმო, რომელიც "ვულკანების" ცხრა ნომერმა მორგან პარამ გაიტანა. სწორედ ზირაქაშვილმა გამოიმუშავა. მასპინძლები თამაშის ბოლომდე 14 ქულის სხვაობით იგებდნენ, ტულონელებმა მატჩის მიწურულს მაინც შეძლეს ლელოს გატანა და ერთი საპრემიო ქულის მოპოვება.

ზირაქაშვილი 59-ე წუთზე შეცვალეს, ქუბრიაშვილმა მოედანი ერთი წუთის შემდეგ დატოვა. "კლერმონს" 57 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგიზლეა. საგრძნობლად გაიუარესა მდგომარეობა "ტულონმა", რომელიც 50 ქულით სატურნირო ცხრილში მე-8 საფეხურზე დაეშვა, თუმცა პლეი ოფში გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს.

ძნელი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა შინ მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ". ჩვენებურთა გუნდმა, რომელიც სარტურნირო ცხრილში მე-4 ადგილზეა და ერთ-ერთ აუტსაიდერ, ბექა შეყლაშვილის "აჟენს" უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით 25:24 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ აჟენელებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს, რისთვისაც ერთი საპრემიო ქულა მიითვალეს, რასაც 7 ქულაზე ნაკლები სხვაობით წაგების გამო, სატურნირო ცხრილში კიდევ ერთი ქულა დაემატათ.

"მონპელიემ" კი მეტოქე არგენტინელი გარემარბის მარტინ ბუსტოს მოიანოს ფეხჩუბინობის წყალობით სძლია. მან ექვსი საჯარიმო და ერთი გარდასახვა გაიტანა (20 ქულა). მატჩის პირველი ტაიმი სტუმრებმა 7:3 მოიგეს. მონპელიელები სათამაშო უპირატესობას მას შემდეგ დაეუფლნენ, როცა 49-ე წუთზე მოედანზე მამუკა გორგოძე გამოჩნდა.

მასპინძლებმა მალე ანგარიშში დაწინაურება შეძლეს, თუმცა შეყლაშვილი და კომპანია ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებდა. 77-ე წუთისთვის "მონპელიე" 25:17 იგებდა, "აჟენმა" მორიგი შეტევა ლელოთი დაასრულა, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ მატჩის გადასარჩენად დრო აღარ ეყო.

ჟღენტი ძირითად შემადგენლობაში იყო და 72-ე წუთზე შეცვალეს, შეყლაშვილი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო, ჩხაიძე, შველიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივმა" შინ დასანანი მარცხი განიცადა ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრთან" - 12:20. მასპინძლებმა პირველი ტაიმი გაჭირვებით, ორი ქულის სხვაობით მოიგეს - 12:10. შესვენების შემდეგ კი მონაგარს ვერაფერი შემატეს. კასტრელებმა ყველა ღონე იხმარეს სეზონში პირველი საგარეო გამარჯვების მისაღწევად. შედეგად მათ 55 ქულა დაუგროვდათ და მე-5 ადგიზლე არიან. "ბრივი" კი 31 ქულით ისევ სახიფათო ზონაშია.

ხინჩაგიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე კაკოვინმა შეცვალა, ფეიქრიშვილი ტრავმირებულია, გიორგაძეს არ უთამაშია.


I დივიზიონი
XX ტური

კლერმონი-ტულონი 19:12, სტად ფრანსე-პერპინიანი 9:21, ბურგუენი-მეტრო რასინგი 19:38, ბიარიცი-ლა როშელი 32:30, ბრივი-კასტრი 12:20, ბაიონი-ტულუზი 19:13, მონპელიე-აჟენი 25:24.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 65 ქულა, 2. მეტრო რასინგი - 62, 3. კლერმონი - 57, 4. მონპელიე - 56, 5. კასტრი - 55, 6. ბაიონი - 53, 7. ბიარიცი - 53, 8. ტულონი - 50, 9. პერპინიანი - 49, 10. სტად ფრანსე - 44, 11. აჟენი - 33, 12. ბრივი - 31, 13. ლა როშელი - 29, 14. ბურგუენი - 10.

XXI ტური
პერპინიანი-ბაიონი, ბიარიცი-მეტრო რასინგი, ტულუზი-ბრივი, ტულონი-ბურგუენი, სტად ფრანსე-აჟენი, ლა როშელი-მონპელიე, კასტრი-კლერმონი.


***
მეორე დივიზიონში სტუმრად "ოშთან" მარცხის მიუხედავად 18:25, გათამაშებას ისევ გურამ კავთიძის "ლიონი" ლიდერობს. ლიონელებს 78 ქულა აქვთ და უახლოეს მდევარ "ალბის" შვიდი ქულით უსწრებენ. კავთიძე განაცხადში არ იყო.

XIII ტურში "ალბიმ" თავის მხრივ ფრედ ითამაშა შინ გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლთან" - 16:16. "ალპელებს" ახლა 67 ქულა აქვთ და მესამე ადგილზე არიან.
მორიგი გამარჯვება მოიპოვა შინ "მონ დე მარსანთან" მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" 22:18. ტარბელებმა 58 ქულა დააგროვეს და მეექვსე ადგიზლე არიან. მაგრაქველიძე თამაშში 41-ე წუთზე ჩაერთო, მირცხულავას არ უთამაშია.

II დივიზიონი
XXIII ტური
ტარბი-მონ დე მარსანი 22:18, პო-სენტ ეტიენი 48:25, ბორდო-ექსი 18:23, დაქსი-კარკასონი 21:21, ოში-ლიონი 25:18, ნარბონი-ოიონაქსი 25:24, ორიაკი-კოლომიე 37:24, ალბი-გრენობლი 16:16
სატურნირო მდგომარეობა
1. ლიონი - 78 ქულა, 2. ალბი - 71, 3. გრენობლი - 67, 4. ბორდო - 61, 5. მონ დე მარსანი - 61, 6. ტარბი - 58, 7. პო - 57, 8. ოში - 56, 9. კარკასონი - 56, 10. ოიონაქსი - 54, 11. ორიაკი - 54, 12. ნარბონი - 47, 13. ექსი - 44, 14. კოლომიე - 39, 15. დაქსი - 39, 16. სენტ ეტიენი - 13.

XXIV ტური
ექსი-ტარბი, ოიონაქსი-ალბი, გრენობლი-ნარბონი, ოში-ორიაკი, ბორდო-პო, მონ დე მარსანი-კარკასონი, სენტ-ეტიენი-დაქსი, კოლომიე-ლიონი.






.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული