A ჯგუფში კვლავ შესანიშნავად ასპარეზობს გათამაშების ლიდერი, — შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი", რომელმაც შინ იოლად დაამარცხა "ნევერი" - 42:13. სუთიაშვილმა სრულად ითამაშა, ესაკია, აშვეთია და კობაური განაცხადში არ იყვნენ. პარიზელებმა 79 ქულა დააგროვეს და
მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასვლისთვის იბრძვის ელიზაბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონი", რომელიც სტუმრად დამარცხდა თემურ გელანტიას "სტრასბურთან" - 13:16. მონლუსონელებს 57 ქულა აქვთ და მე-4 ადგილზეა.
ავთანდილ კოპალიანის "ორლეანმა" შინ წააგო "დიჟონთან" - 13:16. კოპალიანს არ უთამაშია. დიმა ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზი" კი სტუმრად ვერას გახდა "ანესისთან" - 15:25.
ირაკლი მაჩხანელის, ბესო უდესიანისა და შოთა მელიქიძის "მაკონმა" შინ წააგო მესამეადგილოსან "ბურგ ან ბრსეთან" - 26:34.
A ჯგუფი
მასი-ნევერი 42:13, სურესნე-ბობინი 5:47, ორლეანი-დიჟონი 13:16, სტრასბური-მონლუსონი 16:13, ანესი-სერჟ პონტუაზი 25:15, მაკონი-ბურგ ან ბრესი 26:34
სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 79 ქულა, 2. ბობინი - 67, 3. ბურგ ან ბრესი - 61, 4. მონლუსონი - 57, 5. დიჟონი - 56, 6. ნევერი - 41, 7. ორლეანი - 40, 8. მაკონი - 35, 9. სტრასბური - 29, 10. ანესი - 28, 11. სურესნე - 13, 12. სერჟ პონტუაზი - 11
B ჯგუფში სატურნირო ცხრილის პირველი ორი საფეხური "ქართულ კლუბებს" "ბეზიესა" და "მონტობანს" უკავიათ. ორივე მათგანს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ მეორე ჯგუფური ეტაპის საგზური განაღდებული აქვთ.
ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" სტუმრად წააგო დიმა ბასილაიასა და ნიკლოზ მაღალდაძის "ობენასთან" - 16:30. თუმცა სატურნირო ცხრილში 60 ქულით მაინც პირველ ადგილზეა და მეორეადგილოსან, გიორგი ნემსაძის "მონტობანს" 9 ქულით უსწრებს.
მონტობანელებმა თავის მხრივ შინ დაამარცხეს დავით კაჭარავას "ნიცა"- 30:15. ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 51-ე წუთზე შეცვალეს. კაჭარავამ სრულად ითამაშა. "ნიცას" ახლა 47 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინმა" სტუმრად წააგო, "გრასთან" - 22:33. ჩვენებურთა გუნდს 44 ქულა აქვს და მე-4 ადგილზეა. გიორგი კუთარაშვილის "შატორენარნა" კი სტუმრად დაამარცხა ნიკოლოზ გიორგაძის "გროლე" - 19:12.
B ჯგუფი
მონტობანი-ნიცა 30:15, ობენა-ბეზიე 30:16, გრასი-ლა სეინი 22:33, გროლე-შატორენარი 12:19, ბლანიაკი-რომანი 14:15, ვალანსი-ლავორი 26:20
სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე - 60 ქულა, 2. მონტობანი - 51, 3. ბლანიაკი - 48, 4.ვალანსი - 47, 5. ნიცა - 47, 6. ლა სეინი - 44, 7. შატორენარი - 43, 8. ლავორი - 41, 9. რომანი - 41, 10. ობენა - 37, 11. გროლე - 36, 12. გრასი - 17
ჩ ჯგუფის ლიდერის თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგოს" შეხვედრა სტუმრად ირაკლი გუნდიშვილისა და შოთა საყვარელიძის "ნიორთან" გადაიდო.
ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" შინ გაანადგურა "პაი დუ მედოკი" - 55:14. მაისურაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა 27-ე წუთზე ლელო გაიტანა. "სენ ნაზერმა" ამ გამარჯვების შემდეგ 53 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა.
გიორგი ნაცარაშვილის "სენ ჟუნიენმა" შინ დაამარცხა "ტური" - 47:14.
ჩ ჯგუფი
სენ ჟუნიენი-ტური 47:14, სენ ნაზერი-პაი დუ მედოკი 55:14, რიბერაკი-ლანჟონი 13:25, სენ მედარი-ლიმოჟი 8:22, მარმანდი-ვანი 23:18, ნიორი-პერიგო (გადაიდო)
სატირნირო მდგომარეობა
1. ლიმოჟი - 76 ქულა, 2. პერიგო - 69, 3. ვანი - 66, 4. მარმანდი - 60, 5. სენ ნაზერი - 53, 6. ლანჟონი - 49, 7. სენ მედარი - 46, 8. სენ ჟუნიენი - 43, 9. რიბერაკი - 28, 10. პაი დუ მედოკი - 19, 11. ნიორი - 14, 12. ტური - 9
ქართველ მორაგბეთა გუნდები ყველაზე წარუმატებლად D ჯგუფში ასპარეზობენ. "ფიჟაკი" და "ორტეზი" აუტსაიდერები არიან.
მერაბ კვირიკაშვილის, ბექა ურჯუკაშვილის, რეზო გიგაურის, ლევან დათუნაშვილისა და დავით ბალანჩივაძის "ფიჟაკმა" შინ დრამატაულ ბრძილაში დაამარცხა "ტურნეფოი" - 22:20. ფიჟაკელები 78-ე წუთისთვის 15:20 აგებდნენ, როცა რუმინელმა მესამეხაზელმა ტრაიან პლოტშიმ ლელო გაიტანა, რომელიც კვირიკაშვილმა გარდასახა და გუნდს გამარჯვება მოუტანა.
"მეკომ", რომელმაც სრულად ითამაშა, ამის გარდა კიდევ ხუთი საჯარიმო მიითვალა (სულ 17 ქულა), თავიდან ბოლომდე ითამაშა დათუნაშვილმაც, გიგაური თამაშში 38-ე წუთიდან ჩაერთო, ურჯუკაშვილი და ბალანჩივაძე განახცადში არ იყვნენ.
კარლენ ასეიშვილის "ორტეზმა" შინ წააგო ლურდთან - 16:26. ასეიშვილი მე-18 წუთზე არბიტრმა გაასინბინა, 32-ე წუთზე კი შეცვალეს.
D ჯგუფი
ლილი-ოლორონი 29:8, მოლეონი-მორლაა 26:25, ლანამეზანი-სენ ჟან დე ლუზი 19:13, ფიჟაკი-ტურნეფოი 22:20, ტიროსი-კაორი 54:28, ორტეზი-ლურდი 16:26
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 76 ქულა, 2. ლილი - 64, 3. ლანამეზანი - 62, 4. კასტანე - 58, 5. ოლორონი - 49, 6. სენ ჟან დე ლუზი - 49, 7. მორლაა - 44, 8. ლურდი - 44, 9. მოლეონი - 44, 10. ტურნეფოი - 36, 11. ფიჟაკი - 35, 12. კაორი - 31, 13. ორტეზი - 21