გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა გელა აფრასიძემ ფრანგული ელიტური, პირველი დივიზიონის "მონპელიესთან" სამწლიანი კონტრაქტი ჯერ კიდევ მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მსვლელობისას გააფორმა.

აფრასიძე თბილისის "ლელოს" შემადგენლობაში 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა. მაშინ ის სულ რაღაც 18 წლის იყო. 2015 და 2016 წლებში კი, ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატზე ორჯერ გახდა ვიცე- ჩემპიონი. წლეულს კი, როგორც უკვე ვთქვით, 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო.

"მონპელიეს" ოფიციალურმა ვებგვერდმა მასთან ბლიც-ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- როგორ დაიწყეთ რაგბის თამაში?
- რაგბიზე ჩემი უფროსი ძმა დადიოდა. 12 წლის
ასაკში მეც მომინდა ოვალური ბურთით თამაში. რაგბი რამდენიმე კარგი თვისების გამო მიყვარს. ის თამამ მენტალიტეტს გიყალიბებს.

- როგორი გზა განვლეთ "მონპელიეში" მოხვედრამდე?
- რაგბის თამაში თბილისის "ივერიაში" დავიწყე. მერე "ლელოში" გადავედი და 2016 წელს საქართველოს ჩემპიონი გავხდი. ამასთან ერთად, ორჯერ ვითამაშე 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში და ორივეჯერ საფრანგეთთან დავმარცხდით.

- თქვენ მხოლოდ 19 წლის ხართ და საქართველოს პირველად ტოვებთ დიდი ხნით. რა განცდა გაქვთ?
- მოხარული ვარ, რომ საფრანგეთში ჩამოვედი და პროფესიულ გუნდში ჩავირიცხე. ამასთან ერთად, ძნელია საკუთარ ქვეყანასთან განშორება. გამიჭირდა მეგობრებისა და, განსაკუთრებით, ოჯახის დატოვება.

- კარიერის გასაგრძელებლად რატომ აირჩიეთ საფრანგეთი?
- ვფიქრობ, საფრანგეთის ჩემპიონატი საუკეთესოა ევროპაში, შესაძლოა, მსოფლიოშიც კი.

- რა იცით "მონპელიეს" შესახებ?
- ვიცი, რომ ეს დიდი კლუბია. აქ ბრწყინვალე მორაგბეები თამაშობენ, მათ შორის კი ქართველებიც არიან. "მონპელიეს" ძალიან ძლიერი ახალი მწვრთნელი ვერნ კოტერი ჰყავს. დარწმუნებული ვარ, მასთან მუშაობა სასარგებლო იქნება ჩემთვის და თამაშის ხარისხის გაუმჯობესებას შევძლებ.

- თქვენ ფიქრობთ, რომ საკმარისად კვალიფიციური მოთამაშე არ ხართ?
- შემტევი თამაში მიყვარს, კარშიც კარგად ვურტყამ. მიუხედავად ამისა, მაინც ბევრი სამუშაო მაქვს. უნდა გავაუმჯობესო სისწრაფე, რაც ასე მნიშვნელოვანია რაგბის თამაშისას.

- რა მიზნებს ისახავთ "მონპელიეში" მოსვლით?
- მინდა "მონპელიეს" ძირითად გუნდში მოვხვდე. რაც შეიძლება კარგად უნდა მოვემზადო, რათა საქართველოს ნაკრებში ვითამაშო 2019 წლის მსოფლიოს თასზე.

- მიხეილ ნარიაშვილი და დავით ქუბრიაშვილი "მონპელიეში" დაოსტატდნენ და ახლა ძირითადი გუნდის წამყვანი მოთამაშეები არიან. თქვენთვის ეს დამატებითი მოტივაციაა?
- დიახ, ძალიან მიხარია, ჩემი თანამემამულეების გუნდში რომ ჩავირიცხე. ეს ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა. მათ ხშირად ვესაუბრები, აურაცხელ კითხვებს ვუსვამ. ყველაფერი მაინტერესებს კლუბსა და "მონპელიეს" ცხოვრებაზე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
უფალმა დაგლოცოს მამის ცხოვრება დალოცვილი ყოფილიყოს შენი გასავლი გზა წარმატებები მავატი გუკო ყევხარ მამის მშრომი დაუზარი დაიმსახურდ კიდეც შდნი წვალებით ყვდლაცეტი წინსვლა გსიხარე შენს გშდმაგკივრებთან ერთსფ
ინგა
16:30 07-08-2017
0
წარმატებები ჩემო გელა
ქართველიშვილი
02:31 08-07-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული