„ვარჯიშებზე ვცდილობ კარგად ვიმუშავო და კარში დარტყმები დავხვეწო. საკუთარი თავის წინაშე არავითარი მიზნები არ დამისახავს, შედეგებს სეზონის ბოლოს შევაჯამებთ. ვცდილობ მაქსიმალურად დავიხარჯო და ყველა შეხვედრაში გადამწყვეტი ვიყო. სეზონის დასაწყისში საკმარისი რაოდენობის გოლები ვერ გავიტანე, რაც ჩემი საქმეა, მაგრამ ახლა საქმეები სულ უფრო და უფრო უკეთ მიმდის.
დემიენთან (დელა სანტა - მწვრთნელის თანაშემწე) ერთად ზოგიერთი კომპონენტის გამოსასწორებლად ბევრი ვივარჯიშე. პაუზით ვისარგებლეთ და დრო
საფრანგეთის ჩემპიონატზე რთული დაპირისპირებებია. ყველა მეტოქესთან სიფრთხილე გვმართებს და არცერთ მოწინააღმდეგესთან თამაშს არ უნდა მივუდგეთ არასათანადოდ. 3 ქულის მოსაპოვებლად შაბათს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
ტრანსფერი? აქ ახლახან მოვედი, მხოლოდ 6 თვის წინ. გუნდზე და მომავალ მატჩზე ვარ კონცენტრირებული. ყურადღებას არ ვაქცევ, რასაც ჩემზე წერენ. სატრანსფერო ბაზარი ისეთია, რომ მასზე არ უნდა იფიქრო“.
"გალათასარაიში" მიქაუტაძე და დიბალა ერთად შეუტევენ? - თურქულ კლუბს დიდი გეგმები აქვს