ფარული მეოთხეა

AutoSharing Option
 რუმინეთის ჩემპიონატში მეორე, დასკვნითი ეტაპი შაბათს, 31 ივლისს დაიწყება. ქართველი მორაგბეების, ბიძინა სამხარაძის, ლაშა თავართქილაძის, ირაკლი ნატრიაშვილის, ოთარ ტურაშვილისა და კახაბერ უჩავას "ფარული" მეორე ჯგუფური ეტაპის დაწყების წინ ჩემპიონობისთვის მებრძოლთა ექვსეულში 40 ქულით მეოთხე ადგილზეა.

ჩვენებურთა გუნდს 13 ქულით ჩამორჩება და სატურნირო ცხრილში მეხუთე საფეხურზეა "არადი", რომელიც 24 აგვისტოდან თბილისში გასამართ "შავი ზღვის თასის" გათამაშებაში იასპარეზებს. არადელებმა გუშინ ჩემპიონატის გამოტოვებული შეხვედრა გამართეს მეორეადგილოსან ბუქარესტის "სტიაუასთან" და 3:38 წააგეს.

კიდევ ერთი გუნდი, "ბუქარესტი", რომელიც ასევე თბილისში იასპარეზებს, უმაღლეს დივიზიონში დარჩენისთვის იბრძოლებს.
თუმცა ამ ექვსეულში მას საქმე ყველაზე კარგად აქვს. "ბუქარესტი" 28 ქულით პირველ ადგილზეა და უახლოეს მდევარ "იაშის" ათი ქულით უსწრებს.
შეგახსენებთ, რომ ამ ორი რუმინული გუნდის გარდა, "შავი ზღვის თასზე" ორი უკრაინული კლუბი, ოდესის "კრედო" და "ხარკოვი" იასპარეზებს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული