საფარნგეთის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ორიაკმა", რომელმაც წლევანდელ გათამაშებაში მე-7 ადგილი დაიკავა, ერთბაშად სამი ქართველი დაიმატა. საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი ამ გუნდს, ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. ახლახან მისი თანაგუნდელი გახდა საქართველოს A ნაკრების შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი, რომელიც აქამდე ფედრეალ 1-ის "ორტეზში" ასპარეზობდა. ყოფილი ლოკომოტიველი, ასევე შერკინების ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი, "ორიაკთან" კონტრაქტს თვის ბოლოს გააფორმებს.
ელიტური, მეორე დივიზიონის "პოში"