აქ პლეი ოფის ნახევარფინალში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი ასპარეზეობს. შალვა სუთიაშვილის, არჩილ კობაურის, სანდრო ესაკიასა და დავით დადუნაშვილის "მასი" შინ დამარცხდა თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოსთან" - 17:24.
მასპინძლებმა წინააღმდეგობის გაწევა მხოლოდ პირველ ნახევარში შეძლეს, თუმცა ტაიმი მაინც წააგეს - 10:14. შესვენების შემდეგ ინიციატივა პერიგოელებმა იგდეს ხელთ და 51-ე წუთისთვის უკვე 21:10-ს იგებდნენ.
აშვეთიამ, სუთიაშვილმა და ზიბძიბაძემ სრულად ითამაშეს, დადუნაშვილი 42-ე წუთზე, სამი წუთის შემდეგ კი მარგველაშვილი ნინიძემ შეცვალა, ესაკია და კობაური განაცხადში არ იყვნენ.
განმეორებითი შეხვედრა ერთი კვირის თავზე პერიგოში გაიმართება. უნდა ვივარაუდოთ, რომ პერიგოლები შვიდქულიან უპირატესობას ქარს არ გაატანენ და პლეი ოფის ფინალში გააღწევენ, რაც ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურს ავტომატურად იძლევა.
მეორე ნახევარფინალურ წყვილში ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიე" შინ ეთამაშა "ტიროსს" და 19:15 მოუგო. ლანგედოკელები თავიდან დაეუფლნენ უპირატესობას და 48-ე წუთისთვის 13 ქულით დაწინაურდნენ - 19:6. სამწუხაროდ, ჩვენებურთა გუნდმა ასეთი ხელსაყრელი სხვაობის შენარჩუნება ვერ შეძლო და მხოლო ოთხი ქულის სხვაობით მოიგო.
მალაღურაძემ შუამარბის პოზიციაზე თავიდან ბოლომდე ითამაშა, მჭედლიშვილი განახცადში არ იყო. განმეორებით შეხვედრას ბეზიელები ერთი კვირის თავზე სტუმრად გამართავენ ტისროსში. ორი მატჩის ჯამში გამარჯვების შემთხვევაში "ბეზიე" ფინალის სგზურთან ერთად ელიტურ, მეორე დივიზიონში თამაშის უფლებას მოიპოვებს.
ნახევარფინალი
მასი-პერიგო 17:24
ბეზიე-ტიროსი 19:15