წარმატებას მიაღწიეს ქართველ მორაგებთა გუნდებმა, "პერიგომ" და "ბეზიემ". თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგომ" პლეი ოფის ნახევარფინალში შინ წააგო შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასისთან" - 20:25.
პერიგოელებს პირველი თამაში სტუმრად შვიდი ქულით ჰქონდათ მოგებული (24:17), ამიტომ მეორე დივიზიონის საგზური სწორედ მათ ერგოთ. განმეორებითი შეხვედრა პარიზელებისთვის დრამატული გამოდგა. საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის ვიქტორ დიდებულიძის
მასპინძლებმა ანგარიშის სასურველ სხვაობამდე შემცირება სწორედ უკანასკნელ წუთზე შეცვლაზე შესული მგეზავის, ჟერომ ბოსველის საჯარიმოთი შეძლეს და მეორე დივიზიონში აღზევება იზეიმეს.
ნინიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 35-ე წუთზე მარგველაშვილმა შეცვალა, რომელმაც მოედანზე 65-ე წუთამდე დაჰყო, მის ნავლად თამაშში დადუნაშვილი ჩაერთო, ზიბზიბაძემ სრულად ითამაშა. პარიზელი ქართველებიდან აშვეთია 41-ე წუთზე შეცვალეს, სუთიაშვილმა კი მოედანი ცხრა წუთის შემდეგ დატოვა, კობაური და ესაკია განაცხადში არ იყვნენ.
ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" სტუმრად წააგო "ტიროსთან" - 17:13, თუმცა პირველ შეხვედრაში შინ ასევე ოთხი ქულით ჰქონდათ მოგებული (19:15) და რადგან ორ მატჩში მეტოქეზე ერთი ლელოთი მეტი გაიტანეს, მეორე დივიზიონის საგზური ჩვენებურთა გუნდს ერგო.
აღსანიშნავია, რომ თამაშის დასრულებამდე ოთხი წუთით ადრე ლანგედოკელები 11 ქულით აგებდნენ - 6:17. სწორედ ამ დროს გადამწყვეტი ლელო ბეზიელთაგან ინგილსელმა ცხრა ნომერმა ჯონი ჰოვარდმა გაიტანა, გარდასახვა კი ახალზელანდიელი ენდრიუ მერთენსის ანგარიშზეა - 13:17.
მალაღურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.
II დივიზიონი
ნახევარფინალი
პერიგო- მასი 20:25 (24:17), ტიროსი-ბეზიე 17:13 (15:19)
ფინალი
პერიგო-ბეზიე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"