ახლახან ვესტერნ პროვანსის რეგიონის რაგბის კავშირის საიტზე გავრცელებულ კომუნიკეში ამოვიკითხეთ, რომ ამ რეგიონის 19-წლამდელთა გუნდში, რომელიც სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ასპარეზობს, ქართველი მორაგბე ვატო რაფავა მიიწვიეს.
ვატო რაფავა საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელის, ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მორაგბის გია რაფავას უფროსი ვაჟია. ვატო სტელენბოშის აკადემიაში წლის დასაწყისში ჩაირიცა და აგერ უკვე რეგიონის ნაკრებში მოხვდა. აი, რას წერს მის შესახებ ერთ-ერთი ს
"ის სტელენბოშის აკადემიაში იანვარში ჩაირიცხა. ამპლუით მეორე ხაზელი იყო, მაგრამ ჩვენ ვურჩიეთ შერკნების ბურჯად დაეწყო თამაში. უნდა გითხრათ, რომ არ შევმცდარვართ. მან იმედი გაგვიმართლა და აგერ ვესტერნ პროვანსის რეგიონის ნაკრებში მოხვდა".
ვატო ჯერჯერობით მხოლოდ სათადრიოგოთა შორისაა, თუმცა შრომისმოყვარე და რაგბიზე უსაზღვროდ შეყვარებული ახალგაზრდა, იმედია, ძირითად შემადგენლობაში ადგილის დამკვიდრებასაც შეძლებს.
აღსანიშნავია, რომ ვესტერნ პროვანსის 19-წლამდელთა გუნდი სამხრეთ აფრიკის მოქმედი ჩემპიონია. გუნდის მენეჯერს, ტაპე ჰენინგს მიაჩნია, რომ წლეულს ტიტულის შენარჩუნება გაუჭირდებათ. მიზეზი ბანალურია. თუ შარშან მოთამაშეთა არჩევა 50 საუკეთესო მორაგბედან უწევდა, წლეულს მათი რიცხვი 30-მდე შემცირებულა.
ერთი სიტყვით, როგორც უნდა განვითარდეს მოვლენები, მთავარი ის არის, რომ სამხრეთ აფრიკის ერთ-ერთი წამყვანი რეგიონის 19-წლამდელთა ნაკრებში ჩვენი კაცი გვაყავს, რომელიც სამშობლოში, ჩამოყალიბებული, მაღალი კლასის მორაგბედ დაგვიბრუნდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"