ჩვენებურთა გუნდი ელიტაში დაწინაურებას, ფედერალ 1-ის პლეი ოფის ბოლო ეტაპის წინ განცდილი მარცხის გამო ვერ ახერხებდა. პერიგოელებმა წლეულს ნავსი გატეხეს და ოცნება აისრულეს.
ჩემპიონატის მზადების ბოლო ეტაპზე "პერიგომ" პირველი საწვრთნელი შეხვედრა გამართა და "მონ დე მარსანთან" ურთულეს ბრძოლაში 22:16 მოიგო. ზიბზიბაძე ამჟამად საქართველოს ნაკრებშია და მსოფლიოს თასისთვის ემზადება. დადუნაშვილმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა და მეორე ტაიმში ნინძემ შეცვალა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი