ფედერალებმაც დაიწყეს

AutoSharing Option
საფრანგეთის ელიტური დივიზიონების გუნდების კვალდაკვალ საკონტროლო შეხვედრების გამართვა დაიწყეს ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე ქართველ მორაგეთა გუნდებმა. ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" ელიტურ, მეორე დივიზიონში აღზევებულ "კარკასონს" უმასპინძლა და 9:7 დაამარცხა.

მალაღურაძემ, რომელმაც სრულად ითამაშა, 62-ე წუთზე ერთი საჯარიმო გაიტანა, რითაც ლანგედოკელებს გამარჯვება მოუტანა. მჭედლიშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 41-ე წუთზე შეცვალეს. "ბეზიეს" ახალწვეულ ენდრიუ მერთენსს არ უთამაშია.

ფედერალ 1 დივიზიონში წლეულს გადაბარგებულ "ფიჟაკს", სადაც აქამდე სამი ქართველი მერაბ კვირიკაშვილი, ბადრი ურჯუკაშვილი და ლევან დათუნაშვილი ირიცხებოდა, კიდევ ორი ჩვენებური დაემატა.
გუნდთან ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმეს პირველხაზელმა დავით ბალანჩივაძემ და შუამარბმა რეზო გიგაურმა.

ფიჟაკელები ხვალ პირველ საკონტროლო მატჩს გამართავენ მეორედივიზიონელ "ორიაკთან". აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი "ორიაკის" საკუთრებაა და "ფიჟაკში" ათი თვითაა განათხოვრებული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული