"გულივერამ", რომელიც ახალ ზელანდიაში მიმდინარე მსოფლიოს თასის გათამაშებიდან გუნდში ორი კვირის წინ დაბრუნდა, "მონპელიეს" შემადგენლობაში ახალ სეზონში პირველად ითამაშა. მონპელიელებმა სტუმრად "ბაიონი" დაამარცხეს - 26:17.
აღსანიშნავია, რომ "მონპელიეს", რომელიც შარშანდელი ჩემპიონატის ფინალისტია, გორგოძის არყოფნაში ექვსი თამაშიდან ერთი მოგება, ამდენივე ფრე და ოთხი წაგება ჰქონდა. "მამა დაბრუნდა" და გუნდი ისევ ძველებურად ათამაშდა.
აი რას წერს მასზე "მიდი ოლიმპიკი":
"ცხადია, "ბაიონთან"
თავისი უდრეკი მებრძოლი სულით, უდიდესი ფიზიკური ძალითა და მუდმივად გამარჯვებისკენ სწრაფვით, მან შეძლო გუნდის თამაშის დალაგება. "მონპელიე" უფრო შედეგიანი გახდა, ვიდრე აქამდე იყო. ეს დიდი ლიდერის ნიშანია.
გორგოძესთან ერთად მონპელიელთა ლიდერად ჩამოყალობდა მისი თანამემამულეც, შერკინების ბურჯი გიორგი ჟღენტი, რომელმაც მეტოქეს ბევრი პრობლემა შეუქმნა.
ერთი სიტყვით, '"კავკასიელმა გულივერმა" "ბაიონს" დაჰკრა და ამოაყირავა"
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"