დავით ქუბრიაშვილისა და კონსტანტინე მიქაუტაძის "ტულონმა" ბექა შეყლაშვილის "აჟენს" უმასპინძლა და საკმაოდ დამაჯერებლად 34:12 დაამარცხა.
ამ მატჩს ორივე გუნდისთვის სატურნირო თვალსაზრისით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ისინი ცხრილში მეზობლები იყვნენ და გამარჯვების შემთხვეაში ორივე საგრძნობლად დაწინაურდებოდა. ცხადია, ტულონელებმა საკუთარ, საფრანგეთში ყველაზე ხმაურიან სატდიონზე, მეტოქეს უშეღავათო ბრძოლა გაუმართეს.
პირველი ნახევარი მასპინძლებმა მხოლოდ ათი ქულის სხვაობით 19:9 მოიგეს. მიზეზად, შეიძლება, ინგლისელი მგეზავის ჯონი ვილკინსონის არცთუ დამაჯერებელი თამაში დავასახელოთ. მან სამი გარდასახვა ვერ გაიტანა, თუმცა
შესვენების შემდეგ "ტულონი" კიდევ უფრო გააქტიურდა. ქუბრიაშვილი, რომელმაც სრულად ითამაშა, 67-ე წუთზე არბიტრმა რაკში გვერდიდან თამაშის გამო გაასინბინა. ამ დროისთვის უკვე მოდანზე იყო მიქაუტაძე, რომელიც თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო. 75-ე წუთზე, როცა "ტულონი" ჯერ ისევ კაცნაკლული თამაშობდა, ავსტრალიელი მეთ გიტოს გარღვევა მიქაუტაძემ ლელოთი დააგვირგვინა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეორეხაზელისთვის საფრანგეთის ჩემპიონატში გამართული ეს მატჩი სადებიუტო იყო. მით უფრო სასიხარულოა, რომ მიქაუტაძემ დებიუტი ლელოთი აღნიშნა.
შეყლაშვილი "აჟენის" განაცხადში არ იყო. ამ გამარჯვების შემდეგ "ტულონს" 35 ქულა დაუგროვდა და მე-3 ადგილზეა. ჩვენებურთა გუნდი რვა ქულით ჩამორჩება გათამაშების ლიდერ "ტულუზს".
I დივიზიონი
სატურნირო მდგომარეობა
1. ტულუზი - 43 ქულა, 2. კლერმონი - 40, 3. ტულონი - 35, 4. კასტრი - 33, 5. აჟენი - 32, 6. სტად ფრანსე - 30, 7. მეტრო რასინგი - 30, 8. მონპელიე - 27, 9. ბრივი - 22, 10. ბორდო - 21, 11. ბაიონი - 20, 12. პერპინიანი - 20, 13. ლიონი - 17, 14. ბიარიცი - 15.
XIII ტური
ბრივი-კლერმონი, ბაიონი-კასტრი, სტად ფრანსე-ბიარიცი, პერპინიანი-ბორდო, მეტრო რასინგი-აჟენი, ტულონი-ლიონი, მონპელიე-ტულუზი.
* * *
მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა ესპუართა ანუ სათადარიგო გუნდების ჩემპიონატში. A ჯგუფში ისევ ქართველ მორაგბეთა ორი გუნდია "კლერმონი" და "ტულონი".
ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონმა", რომელიც 33 ქულით სატურნირო ცხრილის სათავეშია, სტუმრად მოუგო "ბაიონს" 42:15. კოლელიშვილმა ამ მატჩში მორიგი ლელო მიითვალა.
"უმცროს ვულკანებს" ხუთი ქულით ჩამორჩება ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელმაც სტუმრად დაძაბულ ორთაბრძოლაში ორი ქულის სხვაობით დაამარცხა "ბურგუენი" 22:24.
დავით ლოსაბერიძის "პომ" კი შინ მოუგო უშუალო კონკურენტ "მონპელიეს" - 16:3. ჩვენებურის გუნდს ახლა 13 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
ესპუარები
VIII ტური
A ჯგუფი
აჟენი-პერპინიანი 47:17, ბურგუენი-ტულონი 22:24, პო-მონპელიე 16:3, ლიონი-ტულუზი 22:28, ბაიონი-კლერმონი 15:42.
სატურნირო მდგომარეობა
1. კლერმონი - 33 ქულა, 2. ტულონი - 28, 3. პერპინიანი - 22, 4. აჟენი - 22, 5. ბაიონი - 19, 6. ბურგუენი - 13, 7. მონპელიე - 13, 8. პო -13, 9. ლიონი - 13, 10. ტულუზი - 9.
* * *
B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდებს ბევრად უარესი მდგომარეობა აქვთ. აქ ყველაზე უკეთ გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" გამოიყურება, რომელმაც მე-8 ტურში შინ დაამარცხა "ბრივი" - 26:9 და ახლა სატურნირო ცხრილში 18 ქულით მე-5 ადგილზეა.
ათი ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 საფეხური უჭირავს ირაკლი მირცხულავას "ტარბს", რომელიც შინ დამარცხდა მეორეადგილოსან "ლა როშელთან" - 25:29.
B ჯგუფი
ბიარიცი-კასტრი 18:12, მეტრო რასინგი-სტად ფრანსე 6:25, გრენობლი-ბრივი 26:9, ნარბონი-ბორდო 39:22, ტარბი-ლა როშელი 25:29.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტად ფრანსე - 36 ქულა, 2. ლა როშელი - 31, 3. ბიარიცი - 27, 4. ნარბონი - 26, 5. გრენობლი - 18, 6. ბრივი - 13, 7. კასტრი - 12, 8. ტარბი - 10, 9. მეტრო რასინგი - 7, 10. ბორდო - 6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"