ზედგინიძე სენ რაფაელში

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ილია ზედგინიძე კარიერას საფრანგეთის ფედერალ 2 დივიზიონში მოასპარეზე "სენ რაფაელში" განაგრძობს. აღსანიშნავია, რომ ილია ნაკრების ერთადერთი წევრი იყო, რომელიც აქამდე უგუნდოდ იყო.

ზედგინიძის ახალი გუნდი იმავე ფედერალ 2 დივიზიონის D ჯგუფში იასპარეზებს, რომელშიც მისი ყოფილი კლუბი "კარკერენი" გამოდის.
ამასობაში ბოლო საწვრთნელი შეხვედრები გამართეს ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე ქართველ მორაგებთა გუნდებმა. მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" შინ მოუგო ამავე დივიზიონის დებიუტანტ "სენტ ეტიენს" - 27:13.

გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლმა" კი სტუმრად მოუგო "ოიონაქსს" - 21:18.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული