"ალპელებს" ამ გამარჯვების შემდეგ 60 ქულა დაუგროვდათ და უახლოეს მდევარ "დაქსს" რვა ქულით უსწრებენ. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.
ბოლო ტურებში შესანიშნავად ასპარეზობს და პლეი ოფში მოხვედრის რეალური შანსი აქვს ზერო პეტრიაშვილისა და დავით ლოსაბერიძის "პოს".
ჩვენებურთა ამ გუნდმა შინ მოუგო "ბურგუენს" - 26:10. "პოს" ახლა 51 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
ისევ
მარგველაშვილი 42-ე წუთზე შეცვალეს, დადუნაშვილმა მოედანზე 30 წუთით მეტი დაჰყო, ზიბზიბაძეს არ უთამაშია.
"პრიგოს" 11 ქულით უსწრებს და მე-13 ადგილზეა ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკი", რომელმაც შინ დაამარცხა "ნარბონი" - 18:3. დათუნაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, ნაცარაშვილი თამაშში 61-ე წუთიდან ჩერთო, ასეიშვილი განაცხადში არ იყო.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" სტუმრად წააგო "ოიონაქსთან" - 9:13. მაგრაქველიძე თამაშში 52-ე წუთიდან ჩაერთო, მირცხულავას არ უთამაშია. "ტარბს" ახლა 40 ქულა აქვს და მე-10 ადგილზეა.
II დივიზიონი
XVII ტური
დაქსი-ოში 18:18, ალბი-ბეზიე 34:6, ორიაკი-ნარბონი 18:3, ოიონაქსი-ტარბი 13:9, კარკასონი-გრენობლი 16:43, მონ დე მარსანი-ექსი 9:6, პერიგო-ლა როშელი 32:20, პო-ბურგუენი 26:10.
სატურნირო მდგომარეობა
1. გრენობლი - 60 ქულა, 2. დაქსი - 52, 3. პო - 51, 4. მონ დე მარსანი - 51, 5. ალბი - 47, 6. ლა როშელი - 46, 7. კარკასონი - 42, 8. ოიონაქსი - 41, 9. ექსი - 40, 10. ტარბი - 40, 11. ბურგუენი - 39, 12. ოშო - 37, 13. ორიაკი - 30, 14. ნარბონი - 20, 15. პერიგო - 19, 16. ბეზიე - 18.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"