რეგულარული გათამაშების დასრულებამდე სამი ტურიღა დარჩა. ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასვლისთვის ბრძოლის შანსს კი ქართველ მორაგბეთა ერთბაშად ცხრა გუნდი ინარჩუნებს.
ყველაზე კარგი მდგომარეობა ქართველთა გუნდებს A ჯგუფში აქვთ. აქ პლეი ოფში თამაშის უფლება უკვე გაინაღდა დავით ბოლღაშვილის "ლილმა", რომელმაც მე-15 ტურში სტუმრად ფრედ ითამაშა ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონთან".
"ლილმა" დღეისთვის 52 ქულა მოაგროვა და "მონლუსონს",
"ლილს" სამი ქულით ჩამორჩება და მე-2 ადგილზეა შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი", რომელმაც სტუმრად დაამარცხა "ბობინი" - 26:18. პარიზელებს პლეი ოფის საგზურის გასანაღდებლად, დარჩენილ სამ ტურში, მხოლოდ ერთი მოგებაღა სჭირდებათ.
სუთიაშვილმა თავიდან ბოლომდე ითამაშა, აშვეთია 55-ე წუთზე შეცვალეს, კობაურს არ უთამაშია.
შოთა მელიქიძის "მაკონმა", რომელიც მესამე ადგილზეა, სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში წააგო უშუალო კონკურენტ ნევერთან - 6:9. მელიქიძე განაცხადში არ იყო.
პლეი ოფში მოხვედრის შანსი გაუჩნდა მე-6 ადგილზე მყოფ გიორგი მჭედლიშვილის "დიჟონს", რომელმაც შინ მოუგო რეზო გიგაურის, დიმა ხოჭოლავასა და ნიკოლოზ გიორგაძის "ბულონს" - 36:15.
გიგაურმა სრულად ითამაშა, გიორგაძე 55-ე წუთზე შეცვალეს, ხოჭოლავამ მოედანი შვიდი წუთის შემდეგ დატოვა, მჭედლიშვილი თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო.
A ჯგუფი
ბობინი-მასი 18:26, მონლუსონი-ლილი 18:18, დიჟონი-ბულონი 36:15, ორლეანი-სტრასბური 6:14, ნევერი-მაკონი 9:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. ლილი - 52 ქულა, 2. მასი - 49, 3. მაკონი - 37, 4. ნევერი - 36, 5. მონლუსონი - 36, 6. დიჟონი - 36, 7. ბობინი - 31, 8. სტრასბური - 20, 9. ორლეანი - 14, 10. ბულონი - 0.
* * *
B ჯგუფში ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და საგრძნობლად გამოასწორა სატურნირო მდგომარეობა გია ლაბაძის, რეზო ბელქანიასა და ვახტანგ მაისურაძის "ლა სეინმა".
ჩვენებურთა ამ გუნდმა მე-15 ტურში სტუმრად დაამარცხა ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენი" - 24:19 და ახლა სატურნირო ცხრილში 40 ქულით მეორე ადგილზეა. მას ლიდერი "ბურგ ან ბრესი" 10 ქულით უსწრებს.
ლაბაძე, რომელმაც სრულად ითამაშა, მატჩის არბიტრმა მე-80 წუთზე გაასინბინა. თავიდან ბოლომდე ითამაშა მაჩხანელმაც. ბელქანია 76-ე წუთზე შეცვალეს. მაისურაძე ტრავმირებულია. წაგების მიუხედავად, პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს "სენტ ეტიენიც", რომელიც 33 ქულით მე-5 ადგილზეა.
სენტეტიენელებს შვიდი ქულით ჩამორჩება და მე-7 ადგილზეა დავით კაჭარავასა და ნიკოლოზ მაღალდაძის "ნიცა", რომელმაც შინ დაამარცხა "მონტობანი" - 21:13. ქართველ მორაგბეებს არ უთამაშიათ.
ამდენივე ქულა აქვს და მერვე ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი", რომელმაც შინ წააგო გათამაშების ლიდერ "ბურგ ან ბრესთან" - 20:31. კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 55-ე წუთზე შეცვალეს.
B ჯგუფი
ნიცა-მონტობანი 21:13, შატორენარი-ბურგ ან ბრესი 20:31, სენტ ეტიენი-ლა სეინი 19:24, კასტანე-რომანი 13:6, პოკენი-ნიმი 15:78.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 50 ქულა, 2. ლა სეინი - 40, 3. კასტანე - 40, 4. მონტობანი - 39, 5. სენტ ეტიენი - 33, 6. რომანი - 29, 7. ნიცა - 26, 8. შატორენარი - 26, 9. ნიმი - 16, 10. პოკენი - 3.
* * *
C ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ერთადერთმა გუნდმა, მერაბ კვირიკაშვილის, გიორგი ჩხაიძის, დავით ოზგებაშვილისა და რობერტ აბესლამიძის "სენ ჟუნიენმა" ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი მოიგო და ახლა სატურნირო ცხრილში 31 ქულით მე-5 ადგილზეა.
ჩვენებურთა გუნდს კარგი შანსი აქვს პლეი ოფში გააღწიოს.
"სენ ჟუნიენმა" მე-15 ტურში სტუმრად მოუგო "მორლაას" - 22:14. კვირიკაშვილმა, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, გუნდს 17 ქულა შესძინა, ჩხაიძე 70-ე წუთზე ოზგებაშვილმა შეცვალა, აბესლამიძეს არ უთამაშია.
C ჯგუფი
მორლაა-სენ ჟუნიენი 14:22, კოლომიე-ლანჟონი 19:16, სენ ჟან დე ლუზი-ვანი 12:17, სენ ნაზერი-ლავორი 21:20, სენ მედარი-აგეტმო 12:6.
სატურნირო მდგომარეობა
1. კოლომიე - 52 ქულა, 2. ვანი - 37, 3. სენ ნაზერი - 36, 4. ლავორი - 32, 5. სენ ჟუნიენი - 31, 6. სენ მედარი - 28, 7. სენ ჟან დე ლუზი - 27, 8. ლანჟონი - 27, 9. აგეტმო - 25, 10. მორლაა - 20.
* * *
D ჯგუფში უმძიმესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად "მარმანდთან" დიმიტრი ბასილაიასა და გიორგი ნემსაძის "ვალანს დაჟენმა" - 16:15.
აღსანიშნავია, რომ მატჩის 67-ე წუთისთვის ჩვენებურთა გუნდი 6:15-ს აგებდა. სწორედ ამ დროს ბასილაიამ ლელო გაიტანა, რომელიც შუამარბმა ენტონი ტესკემ გარდასახა. მანვე თამაშის დასრულებამდე საჯარიმოც მიითვალა და "ვალანს დაჟენმა" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ვალანსდაჟენელები ახლა 43 ქულით მე-3 ადგილზე არიან და უახლოეს მდევარ "ბლანიაკს" ცხრა ქულით უსწრებენ, რის გამოც უნდა ვივარაუდოთ, რომ პლეი ოფის საგზურის მოპოვება არ გაუჭირდებათ. ბასილაიამ და ნემსაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშეს.
D ჯგუფი
ლიმოჟი-რიბერაკი 28:9, მარმანდი-ვალანს დაჟენი 15:16, ტიროსი-ოლორონი 35:3, ლანამეზანი-ბლანიაკი 32:15, მოლეონი-ლურდი 28:31.
სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 51 ქულა, 2. ლიმოჟი - 46, 3. ვალანს დაჟენი 43, 4. ბლანიაკი - 34, 5. ლურდი - 33, 6. ოლორონი - 33, 7. ლანამეზანი - 32, 8. მარმანდი - 24, 9. რიბერაკი - 9.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
არ თამაშობს ეს კაცი მაგ გუნდში, გიორგი გაბელია თამშობს.