დავით ხინჩაგიშვილმა მუხლი დაიშავა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონის B ჯგუფში ერთი გადატანილი შეხვედრა გაიმართა. ირაკლი მაჩხანელის "სენტ ეტიენმა" შინ დაამარცხა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი" - 21:5. მაჩხანელმა სრულად ითამაშა, კუთარაშვილი 72-ე წუთზე შეცვალეს.

ელიტურ, პირველ დივიზიონში მოთამაშე დავით ხინჩაგიშვილის, ვასილ კაკოვინისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ბრივს" კი პრობლემები მოეძალა.

ბრიველებს მორიგ, 24-ე ტურში გათამაშების ლიდერ, ჯაბა ბრეგვაძისა და აქვსენტი გიორგაძის "ტულუზთან" უწევს სტუმრობა.

"ბრივს" ამ თამაშში ექვსი ტრავმირებული მორაგბე დააკლდება. მათ შორისაა საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი დავით ხინჩაგიშვილი,
რომელმაც მარჯვენა ფეხის მუხლი დაიშავა.

შეგახსენებთ, რომ "ბრივი" პირველ დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ფედერალ 1
B ჯგუფი
1. ბურგ ან ბრესი - 65 ქულა, 2. მონტობანი - 57, 3. კასტანე - 54, 4. ლა სეინი - 47, 5. რომანი - 46, 6. სენტ ეტიენი - 37, 7. შატორენარი - 33, 8. ნიცა - 32, 9. ნიმი - 20, 10. პოკენი - 3.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული