ქართველმა მორაგბეებმა ჩემპიონს მოუგეს

AutoSharing Option
რუმინეთის სარაგბო ჩემპიონატის მეორე ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურიღა დარჩა. ქართველი მორაგბეების, ბიძინა სამხარაძის, კახაბერ უჩავას, ოთარ ტურაშვილის, ლაშა თავართქილაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ფარულმა" ბოლოსწინა ტურში შინ რუმინეთის შარშანდელ ჩემპიონსა და ამჟამინდელი გათამაშების ლიდერ "ბაია მარეს" მოუგო 27:14.
 
სამხარაძე და თავართქილაძე ძირითად შემადგენლობაში იყვნენ. ტურაშვილი, ნატრიაშვილი და უჩავა თამაშში მეორე ტაიმიდან ჩაერთნენ.

"ფარული" ამ გამარჯვებით მესამე ადგილზე დამკვიდრდა და პლეი ოფში მეორე ადგილზე გასულ ბუქარესტის "სტიაუას" დაუპირისპირდება.

რუმინეთი. უმაღლესი ლიგა
XIX ტური
ფარული-ბაია მარე 27:14, დინამო ბუქარესტი-არადი 17:14, სტიაუა-ტიმიშოარა
37:19.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაია მარე - 86 ქულა, 2. სტიაუა - 77, 3. ფარული - 68, 4. დინამო - 53, 5. არადი - 41, 6. ტიმიშოარა - 23.

სტარტი აიღო გათამაშებამ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ დივიზიონებში. ზედ შეჯიბრების დაწყების წინ გუნდი გამოიცვალა საქართველოს ნაკრების შუამარბმა ირაკლი გიორგაძემ, რომელსაც წინასწარი შეთანხმება "სტრასბურთან" უკვე გაფორმებული ჰქონდა.

"პატარა გლობუსამ" ამ ჩრდილოურ გუნდს ისევ სამხრეთ საფრანგეთში, კასტრთან ახლოს მდებარე ქალაქ ლავორის გუნდში თამაში არჩია. ცნობილია, რომ რაგბი საფრანგეთში უფრო პოპულარული სამხრეთშია. ლავორთან ახლოს ხუთი ისეთი ქალაქია, რომელთა კლუბებიც ელიტურ, პირველ დივიზიონში ასპარეზობენ. ამდენად, გიორგაძეს, თუ თავს გამოიჩენს, უფრო მეტი შანსი ექნება, ელიტურ რაგბიში დაბრუნდეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ "ლავორმა", რომელიც ფედრალ1-ის B ჯგუფში ასპარეზობს, პირველ ტურში შინ დაამარცხა "გრასი" - 24:15.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული