ფედერალ 1 დივიზიონის A ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი ასპარეზობს. სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიას, შალვა სუთიაშვილისა და არჩილ კობაურის "მასიმ" სტუმრად დაამარცხა დივიზიონის დებიუტანტი, ბესო უდესიანისა და ირაკლი მაჩხანელის "მაკონი" - 22:18.
ესაკია
სტუმრად "ანესის" მოუგო ავთანდილ კოპალიანის "ორლეანმაც" - 17:15. ელიზბარ ყუფარაძის "მონლუსონი" კი ასევე სტუმრად დამარცხდა "ნევერთან" - 15:19.
A ჯგუფი
ბობინი-დიჟონი 27:20, სერჟ პონტუაზი-სტრასბური 13:9, ნევერი-მონლუსონი 19:15, მაკონი-მასი 18:22, ბურგ ან ბრესი-სურესნე 41:3, ანესი-ორლეანი 15:17.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი -5 ქულა, 2. მასი - 5, 3. ბობინი - 4, 4. სერჟ პონტუაზი - 4, 5. ნევერი - 4, 6. ორლეანი - 4, 7. ანესი - 1, 8. მონლუსონი - 1, 9. მაკონი - 1, 10. სტრასბური - 1, 11. დიჟონი - 1, 12. სურესნე - 0.
B ჯგუფში პლეი ოფში მოხვედრას და მეორე დივიზიონის საგზურის მოპოვებას ქართველ მორაგბეთა ექვსი გუნდი ეცდება. წარმატებით დაიწყო ასპარეზობა ერთ-ერთმა ფავორიტმა, ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ". ლანგედოკელებმა სტუმრად დაამარცხეს "შატორენარი" - 30:16.
მალაღურაძე თამაშში 76-ე წუთიდან ჩაერთო და მატჩის ბოლო წუთზე საჯარიმო გაიტანა. მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.
დავით კაჭარავას "ნიცამ" პირველ ტურში შინ მოუგო "გროლეს" - 19:12. საქართველოს ნაკრების შუამარბს არ უთამაშია. ასევე შინ გაიმარჯვა "გრასთან" ირაკლი გიორგაძის "ლავორმა" - 24:15.
გიორგი ნემსაძის "მონტობანი", რომელიც ფედერალ 1 დივიზიონში ფინანსური პრობლემების გამო ჩამოაქვეითეს, შინ დამარცხდა "ბლანიაკთან" - 9:14. ნემსაძე განაცხადში არ იყო.
სტუმრად წააგო "რომანთან" გია ლაბაძის "ლა სეინმა" - 11:23. შოთა მელიქიძის "ობენაც" ვერაფერს გახდა სტუმრად "ვალანსთან" - 22:24.
B ჯგუფი
შატორენარი-ბეზიე 16:30, რომანი-ლა სეინი 23:11, ნიცა-გროლე 19:12, ლავორი-გრასი 24:15, ვალანსი-ობენა 24:22, მონტობანი-ბლანიაკი 9:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე - 4 ქულა, 2. რომანი - 4, 3. ლავორი - 4, 4. ნიცა - 4, 5. ბლანიაკი - 4, 6. ვალანსი - 4, 7. ობენა - 1, 8. მონტობანი - 1, 9. გროლე - 1, 10. გრასი - 0, 11. ლა სეინი - 0, 12. შატორენარი - 0.
ც ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს. თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილის, ალექსანდრე მარგველაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგომ" შინ "სენ ჟუინენი" გაანადგურა - 52:16. ოთხივე ქართველმა ითამაშა. დადუნაშვილმა კი 56-ე წუთზე ლელო გაიტანა.
ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" სტუმრად მოუგო "ნიორს" - 26:22. მაისურაძე განაცხადში არ იყო.
ჯგუფი
ლიმოჟი-რიბერაკი 17:11, პერიგო-სენ ჟუინენი 52:16, ვანი-ტური 21:6, ნიორი-სენ ნაზერი 22:26, სენ მედარი-მარმანდი 19:22, ლანჟონი-პაი დე მედოკი 21:15
სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 5 ქულა, 2. ვანი - 5, 3. ლანჟონი - 4, 4. ლიმოჟი - 4, 5. სენ ნაზერი - 4, 6. მარმანდი - 4, 7. სენ მედარი - 1, 8. ნიორი - 1, 9. პაი დე მედოკი - 1, 10. რიბერაკი - 1, 11. ტური - 0, 12. სენ ჟუინენი - 0.
D ჯგუფის გუნდებთან ეულად მოუწევს გამკლავება მერაბ კვირიკაშვილის, დავით ბალანჩივაძის, რეზო გიგაურის, ლევან დათუნაშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკს". ჩვენებურთა გუნდმა პირველ ტურში სტუმრად წააგო "კასტანესთან" - 3:25.
კვირიკაშვილმა, დათუნაშვილმა და გიგაურმა სრულად ითამაშეს. ურჯუკაშვილი და ბალანჩივაძე განაცხადში არ იყვნენ.
D ჯგუფი
ტიროსი-ლანამეზანი 33:14, ლურდი-სენ ჟან და ლუზი 23:19, ოლორონი-მორლაა 35:11, კაორი-ტურნეფოი 13:20, კასტანე-ფიჟაკი 25:3, ორტეზი-მოლეონი 6:14.
სატურნირო მდგომარეობა
1. კასტანე - 5 ქულა, 2. ოლორონი - 4, 3. ტიროსი - 4, 4. მოლეონი - 4, 5. ტურნეფოი - 4, 6. ლურდი - 4, 7. სენ ჟან და ლუზი - 1, 8. კაორი - 1, 9. ორტეზი - 0, 10. ლანამეზანი - 0, 11. ფიჟაკი - 0, 12. მორლაა - 0.
ფედერალ 2 დივიზიონში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი თამაშობს. D ჯგუფში ილია ზედგინიძის "სენ რაფაელმა" სტუმრად ითამაშა "სტად პოკესთან" და მშრალი ანგარიშით - 0:30 დამარცხდა. ზედგინიძე ტრავმირებულია და არ უთამაშია.
F ჯგუფში ასპარეზობს მალხაზ ურჯუკაშვილის "გურდო", რომელმაც ასევე სტუმრად წააგო "ფლორანსთან" 15:22. ყველა ქულა გუნდს ურჯუკაშვილმა მოუტანა (ხუთი საჯარიმო).
შეგახსენებთ, რომ ფედერალ 2 დივიზიონში გათამაშების ფორმატი არ შეცვლილა. 96 გუნდი რვა ჯგუფშია განაწილებული. პირველადგილოსნები ფედერალ 1 დივიზიონის საგზურს ავტომატურად მიიღებენ. დარჩენილ ოთხ საგზურს კი თითოეულ ჯგუფიდან ექვს-ექვსი საუკეთესო პლეი ოფში გაითამაშებს.