მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი "ჰაინეკენის თასის" სიმბოლურ ნაკრებში

AutoSharing Option
დიდი ხანი არ არის, რაც ევროთასების გათამაშება დასრულდა. ყველაზე პრესტიჟული "ჰაინეკენის თასი" ირლანდიური "ლენსტერის" კუთვნილება გახდა.

სარაგბო ვებგვერდმა Planetrugby-მ ტურნირის სიმბოლური ნაკრები დაასახელა, სადაც ფლანკერის და შერკინების მარჯვენა ბურჯის პოზიციაზე მეორე ნომრებად საქართველოს ნაკრების მორაგბეები მამუკა გორგოძე და დავით ზირაქაშვილი აღიარეს.

"ყველაზე რთული არჩევანი მესამე ხაზში, შვიდი ნომრის პოზიციაზე იყო - წერს Planetrugby - აქ მთავარი კონკურენტები ქართველი მამუკა გორგოძე და ფრანგი ჟულიენ ბონერი იყვნენ, თუმცა უპირატესობა მაინც ლენსტერელ შონ ობრაიანს მივანიჭეთ, რადგან მისმა გუნდმა თასი ირლანდიაში ჩაიტანა".

აღსანიშნავია, რომ
ეს აღიარება გორგოძემ მხოლოდ ჯგუფურ ტურნირზე ასპარეზობით მოიპოვა, მაშინ, როცა იგივე ობრაიანმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ფინალშიც ითამაშა.

აბსოლუტურად განსხვავებული მდგომარეობაა დავით ზირაქაშვილის შემთხვევაში. მას ტრავმის გამო ჯგუფური ტურნირი, ფაქტობრივად, მთლიანად გაუცდა და საყოველთაო მოწონება დათოს თამაშმა მხოლოდ პლეი ოფში დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯზე წინ "ალსტერის" ახალზელანდიელი პირველხაზელი ჯონ აფოა დააყენეს.

სიმბოლური ნაკრები
15. რობ კირნი (ლენსტერი), 14. ტომოსი მატანავუ (ტულუზი), 13. ორელიან რუჟერი, 12. ვესლი ფოფანა (ორივე - კლერმონი), 11. ტიმ ვიზერი (ედინბურგი), 10. ჯონათან სექსტონი (ლენსტერი), 9. რუან ლესტერი (ალსტერი). 1. კაინ ჰილი (ლენსტერი), 2. რორი ბესტი, 3. ჯონ აფოა, 4. ჯონათან მულერი (სამივე - ალსტერი), 5. ნათან ჰინესი (კლერმონი), 7. შონ ობრაიანი (ლენსტერი), 8. ნათან ტალეი (ედინბურგი).

ქართველი მორაგბეების კიდევ ერთი აღიარება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
9. რუან პინარი და არა რუან ლესტერი

გამორჩენილია 6. სტივენ (Stephen) ფერისი (ალსტერი)
beso
12:07 24-05-2012
0

სიახლეები პოპულარული