ჩვენებურთა გუნდმა მე-7 ტურში სტუმად ითამაშა ერთ-ერთ აუტსაიდერთან, ბექა შეყლაშვილის "აჟენთან" და იოლად სძლია - 35:6. მონპელიელებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჯაბნეს. შერკინებაში შესანიშნავად იდგა პირველხაზელი გიორგი ჟღენტი, რომელიც 70-ე წუთზე შეცვალეს.
მატჩის შემდეგ "კანალ პლუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში "მონპელიეს" მწვრთნელმა ერიკ ბეშუმ სამი მოთამაშე გამოარჩია, ორი
შველიძე თამაშში 63-ე წუთიდან ჩაერთო. ჩხაიძე, ნარიაშვილი და შეყლაშვილი განაცხადში არ იყვნენ.
ზე რაგბის დარი მატჩი გაიმართა მარსელში, სადაც დავით ქუბრიაშვილის "ტულონმა" შარშან ნახევარფინალში წაგებისთვის შური იძია დავით ზირაქაშვილის "კლერმონთან" - 28:16.
მატჩის შემდეგ ტულონელთა მულტი მილიონერმა პრეზიდენტმა მურად ბურჯელალმა მორაგბეებს საჯაროდ გადაუხადა მადლობა და აღნიშნა, რომ მის გუნდში ყველა დროის საუკეთესო მგეზავი თამაშობს. ის გულისხმობდა ინგლისის ნაკრების ლიდერს ჯონი ვილკინსონს, რომელმაც "ტულონს" 23 ქულა მოუტანა (ერთი გარდასახვა, ხუთი საჯარიმო და ორი არეკნი).
აღსანიშნავია, რომ პირველი ტაიმი ჩემპიონებმა მოიგეს 13:9. შესვენების შემდეგ კი ვილკინსონი და კომპანია მთელი სიმძლავრით ამოქმედდა. "ვულკანებმა" მონაგარს სამი ქულაღა შემატეს. "ვილკოს შოუმ" კი, როგორც უკვე ვთქვით, ბურჯელალი მეტად კმაყოფილი დატოვა.
ზირაქაშვილი თამაშში 51-ე წუთიდან ჩაერთო. მატჩის შემდეგ მან გასახდელში თავი შეუძლოდ იგრძნო და გუნდის ექიმებმა ყოველი შემთხვევისთვის გამოკვლევაზე მარსელის ჰოსპიტალში წაიყვანეს. ქუბრიაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
აქვსენტი გიორგაძისა და ანტონ ფეიქრიშვილის "კასტრმა" შინ დავით ხინჩაგიშვილისა და ვასილ კაკოვინის "ბრივი" დაამარცხა 28:6 და მნიშვნელოვნად გამოისწორა სატურნირო მდგომარეობა. გიორგაძეს და ფეიქრიშვილს არ უთამაშიათ. ხინჩაგიშვილი და კაკოვინი თამაშში 53-ე წუთიდან ჩაერთნენ.
VII ტური
ტულუზი-ბაიონი 29:20, პერპინიანი-სტად ფრანსე 22:21, კასტრი-ბრივი 28:6, მეტრო რასინგი-ბურგუენი 51:20, ლა როშელი-ბიარიცი 23:29, ტულონი-კლერმონი 28:16, აჟენი-მონპელიე 6:35.
სატურნირო მდგომარეობა
1. მეტრო რასინგი - 23 ქულა, 2. მონპელიე - 22, 3. ტულუზი - 21, 4. ბაიონი - 21, 5. ტულონი - 19, 6. პერპინიანი - 18, 7. კასტრი - 18, 8. ბიარიცი - 18, 9. კლერმონი - 15, 10. ბრივი - 15, 11. სტად ფრანსე - 15, 12. ლა როშელი 10, 13. აჟენი - 7, 14. ბურგუენი - 6.
VIII ტური
ბურგუენი-ტულონი, კლერმონი-კასტრი, მეტრო რასინგი-ბიარიცი, ბრივი-ტულუზი, აჟენი-სტად ფრანსე, ბაიონი-პერპინიანი, მონპელიე-ლა როშელი.
მეორე დივიზიონში ჯერ კიდევ დაუმარცხებელია და ლიდერთა შორისაა გურამ კავთიძის "ლიონი", რომელმაც სტუმრად მოუგო "მონ დე მარსანს" - 22:15. კავთიძე განაცხადში არ იყო.
მამუკა მაგრაქველიძისა და ირაკლი მირცხულავას "ტარბმა" ასევე სტუმრად მოუგო დივიზიონის დებიუტანტ "სენტ ეტიენს" - 43:38. მაგრაქველიძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს. მირცხულავას არ უთამაშია.
გიორგი მენაბდიშვილის "გრენობლი" შინ ფრეს დასჯერდა "ბორდოსთან" - 16:16. მენაბდიშვილი განაცხადში არ იყო.
II დივიზიონი
IV ტური
ოში-ექსი 29:12, დაქსი-კოლომიე 31:16, ალბი-ნარბონი 34:8, გრენობლი-ბორდო 16:16, ოიონაქსი-კარკასონი 33:9, სენტ ეტიენი-ტარბი 38:43, მონ დე მარსანი-ლიონი 15:22.
სატურნირო მდგომარეობა
1. ალბი - 18 ქულა, 2. ლიონი - 16, 3. ოიონაქსი - 15, 4. ორიაკი - 14, 5. კოლომიე - 12, 6. მონ დე მარსანი - 10, 7. ტარბი - 10, 8. გრენობლი - 9, 9. პო - 8, 10. ბორდო - 7, 11. ოში - 6, 12. სენტ ეტიენი - 5, 13. კარკასონი - 5, 14. დაქსი - 5, 15. ნარბონი - 5, 16. ექსი - 4.
V ტური
კოლომიე-სენტ ეტიენი, დაქსი-ოიონაქსი, ტარბი-ოში, ნარბონი-მონ დე მარსანი, ბორდო-ლიონი, ექსი-გრენობლი, კარკასონი-ორიაკი, პო-ალბი.