ოთხი ლიდერი და დადუნაშვილის მეორე ლელო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ დივიზიონებში მეორე ტურის შეხვედრები გაიმართა. ფედერალ 1 დივიზიონში წაუგებლად ქართველ მორაგბეთა ოთხი გუნდი ასპარეზობს: "პერიგო", "ბეზიე", "სენ ნაზერი" და "ორლეანი".
 
A ჯგუფში საპლეიოფო ამბიციები დასაწყისიდანვე გაამჟღავნა ავთანდილ კოპალიანის "ორლეანმა", რომელმაც მეორე ტურში შინ მოუგო დივიზიონის დებიუტანტს, ირაკლი მაჩხანელისა და ბესო უდესიანის "მაკონს" - 18:13. კოპალიანი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო. მაჩხანელმა სრულად ითამაშა. უდესიანი განაცხადში არ იყო.
 
სტუმრად "ბობინისთან" დამარცხდა სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიას, შალვა სუთიაშვილისა და არჩილ კობაურის "მასი" -
16:22. სუთიაშვილმა და აშვეთიამ სრულად ითამაშეს, ესაკია თამაშში მეორე ნახევრიდან ჩაერთო. კობაურს არ უთამაშია.

ელიზბარ ყუფარაძისა და დევი დათუნაშვილის "მონლუსონმა" შინ ჯგუფის პოტენციური ფავორიტი "ბურგ ან ბრესი" დაამარცხა უმძიმეს ბრძოლაში - 33:30.


A ჯგუფი

ბობინი-მასი 22:16, დიჟონი-ნევერი 19:12, სურესნე-სეჟ პონტუაზი 18:18, სტრასბური-ანესი 25:9, ორლეანი-მაკონი 18:13, მონლუსონი-ბურგ ან ბრესი 33:30.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბობინი - 8 ქულა, 2. ორლეანი - 8, 3. ბურგ ან ბრესი - 6, 4. სეჟ პონტუაზი - 6, 5. მასი - 6, 7. სტრასბური - 5, 8. მონლუსონი - 5, 9. ნევერი - 5, 10. მაკონი - 2, 11. სურესნე - 2, 13. ანესი - 0.


B ჯგუფში, როგორც მოსალოდნელი იყო, ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიე" გალიდერდა. "ლანგედოკელებმა" მეორე ტურში შინ იოლად მოუგეს "რომანს" - 43:9. მალაღურაძე თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო.
პირველი გამარჯვება მოიპოვა გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინმა". ჩვენებურთა გუნდმა პირველი მარცხი აწვნია დავით კაჭარავას "ნიცას" - 20:14.

პირველად გაიმარჯვა ელიტური, პირველი დივიზიონიდან ფინანსური პრობლემების გამო დაქვეითებულმა გიორგი ნემსაძის "მონტობანმა", რომელმაც სტუმრად დიმიტრი ბასილაიას "ობენას" სძლია - 20:13. ბასილაია ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. ნემსაძეს არ უთამაშია.

ირაკლი გიორგაძის "ლავორის" გასვლითი შეხვედრა "გროლესთან" 10 ოქტომბრისთვის გადაიდო.


B ჯგუფი

ბეზიე-რომანი 43:9, შატორენარი-ბლანიაკი 24:18, ლა სეინი-ნიცა 20:14, გრასი-ვალანსი 15:16, ობენა-მონტობანი 13:20, გროლე-ლავორი (გადაიდო)

სატურნირო მდგომარეობა
1. ბეზიე - 9 ქულა, 2. ვალანსი - 8, 3. მონტობანი - 5, 4. ნიცა - 5, 5. ბლანიაკი - 5, 6. ლავორი - 4, 7. ლა სეინი - 4, 8. შატორენარი - 4, 9. რომანი - 4, 10. ობენა - 2, 11. გროლე - 1, 12. გრასი - 1. 


ც ჯგუფის ლიდერი, მეორე დივიზიონში გადაბარგების ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი, თედო ზიბზიბაძის, ირაკლი ნინიძის, დავით დადუნაშვილისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგოა". ჩვენებურთა გუნდმა სტუმრად იოლად მოუგო "რიბერაკს" - 32:3. დადუნაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა, 58-ე წუთზე ლელო გაიტანა. სრულად ითამაშა ზიბზიბაძემაც. ძირითად შემადგენლობაში იყო ნინიძეც, რომელიც 62-ე წუთზე მარგველაშვილმა შეცვალა.

ზედიზედ მეორედ მოიგო ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმაც", ამჯერად შინ "სენ მედართან" - 26:9. მაისურაძე განაცხადში არ იყო. 


ც ჯგუფი

სენ ჟუინენი-ნიორი 31:3, რიბერაკი-პერიგო 3:32, სენ ნაზერი-სენ მედარი 26:9, ტური-ლიმოჟი 11:41, პაი დე მედოკი-ვანი 9:16, ლანჟონი-მარმანდი 21:20.

სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 10 ქულა, 2. ლიმოჟი - 9, 3. ვანი - 9, 4. სენ ნაზერი - 8, 5. ლანჟონი - 8, 6. მარმანდი - 5, 7. სენ ჟიუნიენი - 4, 8. პაი დე მედოკი - 2, 9. სენ მედარი - 1, 10. ნიორი - 1, 11. რიბერაკი - 1, 12. ტური - 0.


D ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდი მეორე წრეშიც დამარცხდა და სატურნირო ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდა. მერაბ კვირიკაშვილის, ლევან დათუნაშვილის, რეზო გიგაურის, დავით ბალანჩივაძისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკმა" შინ წააგო "ტიროსთან" - 3:30.

დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილმა" კი სტუმრად წააგო "მოლეონთან" - 27:36.
 
აღსანიშნავია, რომ "ლილი" ფინანსური პრობლემების გამო, წესით, ფედერალ 2 დივიზიონში უნდა დაექვეითებინათ, მაგრამ კლუბის ხელმძღვანელებმა ვითარების გამოსწორება შეძლეს და საფრანგეთის რაგბის პროფესიული ლიგა იძულებული გახდა, ჩვენებურთა გუნდი ფედერალ 1-ის D ჯგუფში მეცამეტე გუნდად დაეშვა.


D ჯგუფი

ფიჟაკი-ტიროსი 3:30, მორლაა-ლურდი 29:28, სენ ჟან დე ლუზი-კაორი 27:21, ტურნეფოი-კასტანე 12:18, მოლეონი- ლილი 36:27, ლანამეზანი-ორტეზი 19:12.

სატურნირო მდგომარეობა
1. კასტანე - 9 ქულა, 2. ტიროსი - 8, 3. მოლეონი - 8, 4. ლურდი - 5, 5. სენ ჟან დე ლუზი - 5, 6. ტურნეფოი - 5, 7. ოლორონი - 4, 8. ლანამეზანი - 4, 9. მორლაა - 4, 10. კაორი - 2, 11. ორტეზი - 1, 12. ლილი - 0, 13. ფიჟაკი - 0.


ფედერალ 2 დივიზიონის D ჯგუფში ილია ზედგინიძის "სენ რაფაელმა" შინ "ვალე დუ გაპოს" მოუგო - 22:15 და ახლა 4 ქულით მე-9 ადგილზეა.


F ჯგუფში მალხაზ ურჯუკაშვილის "გურდომ" შინ მოუგო ფკტტ-ს 21:14 . ჩვენებურის გუნდმა ხუთი ქულა დააგროვა და მე-4 ადგილზეა.

რუმინეთის ჩემპიონატში მეორე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. ბიძინა სამხარაძის, კახაბერ უჩავას, ოთარ ტურაშვილის, ლაშა თავართქილაძისა და ირაკლი ნატრიაშვილის "ფარულმა" სტურად წააგო "არადთან" - 15:28. თუმცა ცხრილში მესამე ადგილი დაიკავა და ჩემპიონეობისთვის ბრძოლას განაგრძობს.

ჩვენებურთა გუნდის მეტოქე ნახევარფინალში მეორეადგილოსანი ბუქარესტის "სტიაუა" იქნება. თამაში 25 სექტემბერს გაიმართება. გამარჯვებული ფინალში 2 ოქტომბერს "ბაია მარესა" და ბუქარესტის "დინამოს" შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.


რუმინეთი. უმაღლესი ლიგა

XX ტური
ბაია მარე-სტიაუა 42:9, არადი-ფარული 28:15, ტიმიშოარა-დინამო ბუქარესტი 17:10.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბაია მარე - 91 ქულა, 2. სტიაუა - 77, 3. ფარული - 68, 4. დინამო - 54, 5. არადი - 45, 6. ტიმიშოარა -27.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული