ფედერალებმა ფორმატი შეცვალეს

AutoSharing Option

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში გათამაშების ფორმატი შეიცვალა. აქამდე 48 გუნდი 6 ჯგუფში იყო განაწილებული და შეჯიბრება ორ ჯგუფურ ეტაპად ტარდებოდა. ელიტურ, მეორე დივიზიონში გადამსვლელთა ვინაობას კი პლეი ოფი არკვევდა.
ამიერიდან 48 გუნდი ოთხ ჯგუფში განაწილდება. ორწრიანი რეგულარული გათამაშების შემდეგ ოთხ-ოთხი საუკეთესო ელიტაში აღზევებისთვის მერვედფინალიდან განაგრძობს ბრძოლას. ჯგუფებში მე-11 და მე-12 ადგილებზე გასული გუნდები დივიზიონს ავტომატურად ტოვებენ. მე-7-მე-10 ადგილებზე გასულები კი პლეი ოფში შეეცდებიან დივიზიონში ადგილის შენარჩუნებას. მე-5 და მე-6 ადგილებზე გასულები ყოველგვარი პლეი ოფისგან თავისუფალნი არიან და დივიზიონშიც
ადგილს ინარჩუნებენ.
მომავალ სეზონში ფედერალ 1 დივიზიონში ქართველ მორაგბეთა ცხრა გუნდი იასპარეზებს: "მასი", "ბეზიე", "ლა სეინი", "ნიცა", "პერიგო", "ფიჟაკი", "ორლეანი", "სენ ნაზერი" და "ობენა".
A ჯგუფი: სურესნე, ბობინი, მასი, სერჟ პონტუაზი, სტრასბური, ორლეანი, ნევერი, მონლუსონი, დიჟონი, მასონი, ბურგ ან ბრესი, ანესი.
B ჯგუფი: ბლანიაკი, ბეზიე, შატორენარი, ლა სეინი, გრასი, ნიცა, ობენა, რომანი, გროლე, ლავორი, ვალანსი, მონტობანი.
C ჯგუფი: სენ ჟუინენი, ლიმოჟი, რიბერაკი, პერიგო, ვანი, სენ ნაზერი, ნუარი, ტური, პაი დუ მედო, სენ მედარი, ლანჟონი, მარმანდი.
D ჯგუფი: მორლაა, ოლორონი, მოლეონი, ფიჟაკი, კაორი, ტურნეფოი, კასტანე, ლანამეზანი, ლურდი, ორტეზი, სენ ჟან დე ლუზი, ტიროსი.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული