ფედერალ 1: პერიგოელი ქართველები მოედანს ულელოოდ არ ტოვებენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მესამე ტურის შემდეგ ქართველ მორაგბეთა კლუბებიდან დაუმარცხებლად ერთი, თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგოა", რომელიც ჩ ჯგუფის ლიდერია. ერთი თამაში წააგო, მაგრამ A ჯგუფს მაინც სათავეში უდგას შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, სანდრო ესაკიასა და არჩილ კობაურის "მასი".

პარიზელებმა მესამე ტურში ავთანდილ კოპალიანის "ორლეანს" უმასპინძლეს და 32:9 მოუგეს. ესაკია ძირითად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე აშვეთიამ შეცვალა. სუთიაშვილმა მეორე ტაიმიდან ითამაშა, კოპალიანმა - სრულად, კობაური განაცხადში არ იყო.
აღსანიშნავია, რომ ეს
"ორლეანის" პირველი მარცხი იყო. კოპალიანის გუნდმა გათამაშების ლიდერთან ბრძოლისუნარიანობა მეტ-ნაკლებად გამოავლინა, რაც გვაფიქრებინებს, რომ ორლეანელები პლეი ოფში მოხვედრისთვის იბრძოლებენ.

დევი დათუნაშვილისა და ელიზბარ ყუფარაძის "მონლუსონმა" სტუმრად პირველი მარცხი აგემა "სერჟ პონტუაზს" - 22:12. ჩვენებურთა გუნდისთვის ეს მეორე გამარჯვება იყო. მონლუსონელები 9 ქულით მესამე ადგილზე არიან და "მასის" ორი ქულით ჩამორჩებიან.
ირაკლი მაჩხანელისა და ბესო უდესიანის "მაკონმა" პირველი გამარჯვება მოიპოვა შინ "სტრასბურთან" - 23:3. ჩვენებურთა გუნდმა სამივე თამაშში საპრემიო ქულების აღება შეძლო და ახლა შვიდი ქულით მერვე ადგილზეა.


A ჯგუფი

მასი-ორლეანი 32:9, სერჟ პონტუაზი-მონლუსონი 12:22, ნევერი-ბობინი 35:13, მაკონი-სტრასბური 23:3, ბურგ ან ბრესი - დიჟონი 19:21, ანესი-სურესნე 22:12.

სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 11 ქულა, 2. ნევერი - 9, 3. მონლუსონი - 9, 4. დიჟონი - 9, 5. ბობინი - 8, 6. ორლეანი - 8, 7. ბურგ ან ბრესი - 7, 8. მაკონი - 7, 9. სერჟ პონტუაზი - 6, 10. ანესი - 5, 11. სტრასბური - 5, 12. სურესნე - 2.


B ჯგუფში პირველი თამაში წააგო და ლიდერობა დაკარგა ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ". ლანგედოკელებმა სტუმრად მინიმალური სხვაობით წააგეს "დაუძინებელ მტერთან", დავით კაჭარავას "ნიცასთან" - 18:19. ბეზიელთა მსგავსად, ნიცელებსაც ორი გამარჯვება აქვთ, თუმცა ერთი ქულით ნაკლები დაუგროვდათ, რადგან სტუმრებმა რვაზე ნაკლები ქულით წაგებისთვის ერთი საპრემიო ქულა ირგუნეს.

ზედიზედ მეორე გამარჯვება იზეიმა ირაკლი გიორგაძის "ლავორმა", რომელმაც შინ მოუგო გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინს" - 13:6. ლავორელები რვა ქულით მერვე ადგილზე არიან, თუმცა ერთი საშინაო მატჩი "გროლესთან" თადარიგში აქვთ.

სამიდან სამივე თამაში წააგო დიმა ბასილაიას "ობენამ". ჩვენებურის გუნდი სტუმრად ვერას გახდა "ბლანიაკთან" - 9:25.
ზედიზედ მეორე თამაში მოიგო გიორგი ნემსაძის "მონტობანმა" და სატურნირო მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოიკეთა. ფინანსური პრობლემების გამო რანგით დაქვეითებულმა "მწვანეებმა" შინ დაამარცხეს აუტსაიდერი "გრასი" - 41:23. ნემსაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს.


B ჯგუფი

ნიცა-ბეზიე 25:9, რომანი-შატორენარი 14:27, ლავორი-ლა სეინი 13:6, ვალანსი-გროლე 21:18, მონტობანი-გრასი 41:23.

სატურნირო მდგომარეობა
1. ვალანსი - 12 ქულა, 2. ბეზიე - 10, 3. ბლანიაკი - 10, 4. მონტობანი - 9, 5. ნიცა - 9, 6. ლავორი - 8, 7. შატორენარი - 8, 8. ლა სეინი - 5, 9. რომანი - 4, 10. გროლე - 2, 11. ობენა - 2, 12. გრასი - 1.


ც ჯგუფში შესანიშნავად თამაშობს და, ფაქტობრივად, კონკურენციას ვერავინ უწევს თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი ნინიძის "პერიგოს". ჩვნებურთა გუნდმა ამჯერად "ტური" გაანადგურა - 54:3. ზედიზედ მესამე ტურია, ამ გუნდის ქართველები მოედანს ულელოოდ არ ტოვებენ. ამჯერად თავი ზიბზიბაძემ გამოიჩინა, რომელმაც სრულად ითამაშა და 41-ე წუთზე ლელო გაიტანა.

მარგველაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში ნინიძემ შეცვალა. დადუნაშვილს არ უთამაშია. "პერიგოს" 15 ქულა აქვს და პირველ ადგილზეა.

პირველი მარცხი იწვნია სტუმრად "მარმანდთან" ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" - 14:30. მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 59-ე წუთზე შეცვალეს.


ც ჯგუფი

ლიმოჟი-პაი დე მედოკი 32:29, მარმანდი-სენ ნაზერი 30:14, პერიგო-ტური 54:3, ნიორი-რიბერაკი 16:21, სენ მედარი-სენ ჟიუნენი 16:15, ვანი-ლანჟონი 30:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 15 ქულა, 2. ვანი - 14, 3. ლიმოჟი - 13, 4. მარმანდი - 9, 5. სენ ნაზერი - 8, 6. ლანჟონი - 8, 7. სენ ჟუნიენი - 5, 8. სენ მედარი - 5, 9. რიბერკი - 5, 10. პაი დე მედოკი - 3, 11. ნიორი - 2, 12. ტური - 0.


D ჯგუფში კვლავ წარუმატებლად ასპარეზობს მერაბ კვირიკაშვილის, ლევან დათუნაშვილის, ბექა ურჯუკაშვილის, დავით ბალანჩივაძის და რეზო გიგაურის "ფიჟაკი". ჩვენებურთა გუნდმა ზედიზედ მესამე თამაში წააგო, ამჯერად სტუმრად "ორტეზთან" - 12:19 და 1 ქულით ბოლო ადგილზეა.

დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილმა" პირველი გამარჯვება იზეიმა შინ "ლანამეზანთან" - 18:12. ორივე ქართველმა სრულად ითამაშა.


D ჯგუფი

ლილი-ლანამეზანი 18:12, ლურდი-ოლორონი 28:23, კაორი-მორლაა 15:8, კასტანე-სენ ჟან დე ლუზი 21:18, ტიროსი-ტურნეფოი 47:3, ორტეზი-ფიჟაკი 19:12.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 13 ქულა, 2. კასტანე - 13, 3. ლურდი - 9, 4. მოლეონი - 8, 5. სენ ჟან დე ლუზი - 6, 6. კაორი - 6, 7. ოლორონი - 5, 8. ორტეზი - 5, 9. ლანამეზანი - 5, 10. მორლაა - 5, 11. ტურნეფოი - 5, 12. ლილი - 2, 13. ფიჟაკი - 1.

ქართველ მორაგბეთა გუნდები ვერ ყოჩაღობენ ფედრალ 2 დივიზიონში. D ჯგუფში მოასპარეზე ილია ზედგინიძის "სენ რაფაელმა" სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერ "ლა ვულტთან" - 15:19 და ახლა ხუთი ქულით მერვე ადგილზეა.


F ჯგუფში ბოლოსწინა ადგილზეა მალხაზ ურჯუკაშვილის "გურდო", რომელიც მიმდინარე გათამაშებაში მეორედ დამარცხდა სტუმრად "ტულთან" - 8:25.



ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გაიხარეთ:))) ძალიან დიდი მადლობა:)
surameli
13:27 28-09-2010
0

სიახლეები პოპულარული