საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონში ქართველი მწვრთნელები მომრავლდნენ

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის სხვადასხვა დივიზიონში შვიდ ათეულზე მეტი ქართველი მორაგბე ასპარეზობს. ახლა მათ ჩვენებური მწვრთნელებიც დაემატნენ.

ყველაზე მაღალ დონეზე ქართველ მწვრთნელთაგან ვიქტორ დიდებულიძე მუშაობს. ის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "მასის" შერკინების მწვრთნელია და დიდი ხანია, ამ გუნდში სამწვრთნელო პრაქტიკა აქვს.

დიდებულიძემ საფრანგეთში მწვრთნელთა სკოლის ყველა დონე გაიარა და შეუძლია, ნებისმიერი რანგის გუნდის, მათ შორის, ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მოვალეობაც შეასრულოს.

დავით ბოლღაშვილი უკვე მერამდენე სეზონია, ფედერალ 1 დივიზიონში მოასპარეზე "ლილის" ერთ-ერთი დამრიგებელია. მანაც, ფაქტობრივად, იგივე გზა გაიარა, რაც დიდებულიძემ და
მალე უმაღლესი დონის მწვრთნელის დიპლომი ექნება.

ახლახან ფრანგული რაგბის გრანდის, "ტულუზის" ყველა ასაკობრივი გუნდის შერკინების კვაჭების მწვრთნელად დაინიშნა საქართველოს ნაკრების ყოფილი პირველხაზელი აქვსენტი გიორგაძე.

ელიტური, პირველი დივიზიონის ლიდერის, "ტულონის" ახალგაზრდული გუნდის მწვრთნელია ასევე ყოფილი ბორჯღალოსანი გია ლაბაძე.

ფოტოზე: აქვსენტი გიორგაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოლგა მაგარი კაცი ხარ:*:*:*
paata
21:42 21-09-2012
0
ბოლღა მაგარი კაცი ხარ :-* მალე საქართველოს ნაკრების მწვრთნელი გამხდარიყავი:)

კამოს2
batura
14:50 21-09-2012
0

სიახლეები პოპულარული