ფიჟაკი ისევ კრიზისშია

AutoSharing Option
 საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედრალ 1 დივიზიონში D ჯგუფის გუნდების გარდა გასულ უქმეებზე ყველა ისვენებდა. აქ მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. D ჯგუფში ქართველ მორაგბეთა ორი გუნდი ასპარეზობს და ორივემ მარცხი განიცადა.

მერაბ კვირიკაშვილის, რეზო გიგაურის, დავით ბალანჩივაძის, ლევან დათუნაშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკმა" სტუმრად წააგო ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელ "ლურდთან" - 10:26. კვირიკაშვილმა, გიგაურმა და ბალანჩივაძემ სრულად ითამაშეს. ფიჟაკელებმა ხუთი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს და ახლა ხუთი ქულით ბოლო ადგილზე არიან.

დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილმა" ასევე სტუმრად წააგო გათამაშების ლიდერ
"ტიროსთან" - 3:25. ბოლღაშვილმა სრულად ითამაშა. "ლილი" რვა ქულით მე-10 ადგილზეა და ერთი თამაში თადარიგში აქვს.

საფრანგეთი, ფედერალ 1

V ტური
კაორი-ლანამეზანი 12:12, კასტანე-მოლეონი 24:10, ლურდი-ფიჟაკი 26:10. ოლორონი-ტურნეფოი 21:10, ტიროსი-ლილი 25:3, მორლაა-სენ ჟან და ლუზი 12:11.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 23 ქულა, 2. კასტანე - 18, 3. ლურდი - 14, 4. სენ ჟან დე ლუზი - 11, 5. ლანამეზანი - 11, 6. ოლორონი - 10, 7. კაორი - 9, 8. მორლაა - 9, 9. ტურნეფოი - 9, 10. ლილი - 8, 11. მოლეონი - 8, 12. ორტეზი - 5, 12. ორტეზი - 5, 13. ფიჟაკი - 5.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული