ფედერალ 1 დივიზიონის პლეი ოფისთვის ქართველთა ექვსი გუნდი იბრძვის

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მოკლევადიანი შესვენების შემდეგ მორიგი, მერვე ტურის შეხვედრები გაიმართა. ქართველ მორაგბეთა გუნდებმა მეტ-ნაკლები წარმატებით იასპარეზეს და რამდენიმე მათგანი ლიდერთა შორისაცაა.

A ჯგუფში პლეი ოფში გასვლისთვის ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი იბრძვის. ესენია: "მაკონი", "ვიენი" და "შალონი". საუკეთესო მაჩვენებელი მათ შორის შოთა მელიქიძის, დევი დათუნაშვილისა და ავთანდილ კოპალიანის "მაკონს" აქვს, რომელიც 23 ქულით მესამე ადგილზეა.

მაკონელებმა მე-7 ტურში შინ დაამარცხეს, ბოლოსწინა, მე-9 ადგილზე მყოფი ელიზბარ ყუფარაძისა და რეზო გიგაურის "მონლუსონი" - 30:19. კოპალიანმა 23-ე წუთზე ლელო გაიტანა.

"მაკონს"
ორი ქულით ჩამორჩება და მეოთხე ადგილზეა ზერო პეტრიაშვილის "ვიენი", რომელმაც შინ დაამარცხა "ბობინი". პეტრიაშვილი განაცხადში არ იყო.

მოწინავე ხუთეულს საგრძნობლად ჩამორჩება გიორგი ჯაშიტაშვილის "შალონი". ჩვენებურის გუნდი 16 ქულით მეხუთე ადგილზეა. "შალონმა" შინ "დიჟონს" უმასპინძლა და 18:12 მოუგო.

გიორგი გაბელიას "სენტ ეტიენი" შალონელებს ხუთი ქულით ჩამორჩება და მერვე ადგილზეა. ჩვენებურის გუნდი სტუმრად დამარცხდა "ლილთან" - 3:17.

ერთი ქულით სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილზეა გიორგი სულაშვილის "სტრასბური", რომელიც შინ ვერას გახდა გათამაშების ლიდერ "ბურგ ან ბრესთან" - 3:49.

ფედრალ 1
A ჯგუფი
შალონი-დიჟონი 18:12, სტრასბური-ბურგ ან ბრესი 3:49, ვიენი-ბობინი 20:14, მაკონი-მონლუსონი 30:19, ლილი-სენტ ეტიენი 17:3.

სატურნირო მდგომარეობა
1. ბურგ ან ბრესი - 28 ქულა, 2. ლილი - 26, 3. მაკონი - 23, 4. ვიენი - 21, 5. შალონი - 16, 6. ბობინი - 14, 7. დიჟონი - 14, 8. სენტ ეტიენი - 11, 9. მონლუსონი - 7, 10. სტრასბური - 1.

VIII ტური
ბურგ ან ბრესი-ვიენი, დიჟონი-სტრასბური, სენტ ეტიენი-ბობინი, მონლუსონი-შალონი, ლილი-მაკონი.

* * *
B ჯგუფში ქართველ მორაგბეთა გუნდები სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში არიან. საუკეთესო მაჩვენებელი აქ დავით კაჭარავას "როდეზს" აქვს, რომელიც 15 ქულით მეექვსე ადგილზეა. როდეზელებმა სტუმრად წააგეს მეოთხეადგილოსან "ლავორთან" - 16:18.

ასევე 15 ქულა აქვს და მეშვიდე ადგილზეა ირაკლი ნინიძის "რომანი", რომელმაც შინ დაამარცხა აუტსაიდერი "ბლანიაკი" - 20:13.

ჩვენებურთა ამ გუნდებს ერთი ქულით ჩამორჩება და მერვე ადგილზეა გიორგი კუთარაშვილის "შატორენარი", რომელმაც შინ მოუგო მეორეადგილოსან "ვალანსს" - 18:16.

13 ქულით ბოლოსწინა ადგილზეა ბექა ურჯუკაშვილისა და თენგიზ გელანტიას "ობენა", რომელმაც სტუმრად ვერაფერი გააწყო უმძიმეს ბრძოლაში "ლა სეინთან" - 15:17.

B ჯგუფი
ბურგუენი-აგდი 13:6, რომანი-ბლანიაკი 20:13, შატორენარი-ვალანსი 18:16, ლა სეინი-ობენა 17:15, ლავორი-როდეზი 18:16.

სატურნირო მდგომარება
1. ბურგუენი - 29 ქულა, 2. ვალანსი - 18, 3. აგდი - 18, 4. ლავორი - 17, 5. ლა სეინი - 16, 6. როდეზი - 15, 7. რომანი - 15, 8. შატორენარი - 14, 9. ობენა - 13, 10. ბლანიაკი - 12.

VIII ტური
ბლანიაკი-შატორენარი, როდეზი-ვალანსი, ობენა-რომანი, ლავორი-ბურგუენი, აგდი-ლა სეინი.

* * *
C ჯგუფში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდიდან ორი ლიდერთა შორისაა. ყველაზე უკეთესი სატურნირო მდგომარეობა შოთა ცხოვრებაშვილისა და ბაჩუკი გუჯარაიძის "სენ ნაზერს" აქვს, რომელმაც მეშვიდე ტურში სტუმრად მოუგო "აგეტმოს" - 28:9.

სენ ნაზერელებს შვიდი ქულით ჩამორჩება და მესამე ადგილზეა თედო ზიბზიბაძის "პერიგო". საქართველოს ნაკრების შუამარბის ამ გუნდმა სტუმრად უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა "ნუართან" - 13:9.

ნიკოლოზ მაღალდაძის "მარმანდმა" შინ დაძაბულ ბრძოლაში ერთი ქულის სხვაობით დათმო მატჩი "სენ ჟან დანჟელისთან" - 11:12. მარმანდელები ახლა 11 ქულით მეშვიდე ადგილზე არიან და საპლეიოფო ოთხეული ბოლო წევრს, იმავე "სენ ჟან დანჟელის" რვა ქულით ჩამორჩებიან.

C ჯგუფი
ნუარი-პერიგო 9:13, ვანი-ლანჟონი 31:26, აგეტმო-სენ ნაზერი 9:28, მარმანდი-სენ ჟან დანჟელი 11:12, ტიროსი-სენ ჟან დე ლუზი 23:13.

სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 31 ქულა, 2. სენ ნაზერი - 28, 3. პერიგო - 21, 4. სენ ჟან დე ლუზი - 19, 5. ვანი - 18, 6. ლანჟონი - 16, 7. მარმანდი - 11, 8. სენ ჟან დანჟელი - 10, 9. აგეტმო - 8, 10. ნიორი - 6.

VIII ტური
სენ ჟან დე ლუზი-პერიგო, ლანჟონი-ნიორი, სენ ნაზერი-ვანი, ტიროსი-მარმანდი, სენ ჟან დანჟელი-აგეტმო.

* * *
D ჯგუფში მოასპარეზე ორი "ქართული გუნდიდან" მხოლოდ ერთმა მოიგო. ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის "ბაგნერემ" შინ დაამარცხა აუტსაიდერი "სენ მედარი" 21:10 და ახლა 11 ქულით მე-8 ადგილზეა.

ჩვენებურთა ამ გუნდს ერთი ქულით ჩამორჩება და ბოლოსწინა მეცხრე ადგილზეა მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის "სენ ჟუნიენი", რომელმაც შინ წააგო "კასტანესთან" 16:29.

D ჯგუფი
ლანამეზანი-ლიმოჟი 20:26, ნევერი-მონტობანი 31:29, ოლორონი-ლურდი 19:14, სენ ჟუნიენი-კასტანე 16:29, ბაგნერე-სენ მედარი 21:10.

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 27 ქულა, 2. ოლორონი - 20, 3. ნევერი - 19, 4. ლიმოჟი - 19, 5. კასტანე - 18, 6. ლურდი - 17, 7. ლანამეზანი - 14, 8. ბაგნერე - 11, 9. სენ ჟუნიენი - 10, 10. სენ მედარი - 10.

VIII ტური
მონტობანი-ლანამეზანი, ლიმოჟი-ოლორონი, სენ მედარი-ლურდი, კასტანე-ნევერი, ბაგნერე-სენ ჟუნიენი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ესე ზერელედ მიმოხილვას, სულ ნუ დაწერ ის ჯობია.. ამან მოიგო იმან წააგო... ჩვენმა ბიჭებმა რით გამოიჩინეს თავი მთავარი ესაა.. ისედაც ინფორმაციულ ვაკუუმში ვართ, რაგბის მხრივ.
Orange
17:40 13-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული