მეორე ტურს მონპელიე გახსნის

AutoSharing Option
ყველაზე ქართულმა ფრანგულმა გუნდმა, მამუკა გორგოძის, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ", ისევე, როგორც საფრანგეთის ჩემპიონატში, ევროთასზეც, "ემლინ ჩელენჯ კაპისთვის" ბრძოლაშიც წარმატებული სტარტი აიღო.

"მონპელიემ", რომლის შემადგენლობაშიც ძირითადად გუნდის ახალწვეულები და იმედისმომცემი ახალგაზრდა მოთამაშეები იყვნენ სტუმრად ინგლისურ "ექსეტერს" მოუგო - 20:13. ამ მატჩში ქართველებიდან მხოლოდ ჩხაიძემ და შველიძემ ითამაშეს.

მომდევნო, მეორე ტურის შეხვედრას მონპელიელები დღეს გამართავენ. ამჯერად შინ კიდევ ერთ ინგლისურ კლუბს, ჯონი ვილკინსონის მშობლიურ "ნიუკუასლს" გაეჯიბრებიან, რომელმაც პირველ ტურში შინ დაამარცხა საფრანგეთის ჩემპიონატის აუტსაიდერი "ბურგუენი"
- 22:16.

ჩხაიძე ისევ ძირითად შემადგენლობაშია და ამჯერადაც რვა ნომრის პოზიციაზე ითამაშებს. შველიძის ნაცვლად კი მწვრთნელებმა, ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ გიორგი ჟღენტის დაყენება გადაწყვიტეს. ისევ ისვენებს მამუკა გორგოძე, რომელიც ძირითადი შემადგენლობის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა. მისი ძალ-ღონე და შემართება მონპელიელებს ეროვნულ ჩემპიონატში უფრო სჭირდებათ.

ც ჯგუფი
მონპელიე-ნიუკასლი, ბურგუენი-ექსეტერი

სატურნირო მდგომარეობა
მონპელიე - 4 ქულა, ნიუკასლი - 4, ბურგუენი - 1, ექსეტერი - 1.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული