გიორგაძე ბრუნდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული "კასტრის" შერკინების კვაჭი აქვსენტი გიორგაძე 20 თებერვალს საფრანგეთის ჩემპიონატის ერთ-ერთ მატჩში სერიოზულად დაშავდა და მას შემდეგ მოედანზე არ გამოჩენილა.

"გლობუსამ" საკმაოდ მძიმე ოპერაცია გადაიტანა, რასაც ხანგრძლივი სარეაბილიტაციო პროცესი მოჰყვა. კასტრელთა ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ბოლო ერთი თვის განმავლობაში სათანადო ფიზიკური კონდიციების აღსადგენად და ფორმაში შესასვლელად ესპუართა გუნდში თამაშობდა.

გიორგაძე ტრავმის მოშუშების შემდეგ დღეს პირველად ითამაშებს ძირითად გუნდში. "კასტრი" "ჰეინეკენის" თასის გათამაშების მეორე ტურში შინ უელსურ "კარდიფს" მიიღებს. "გლობუსა" სათადარიგოთა შორის იქნება. დაშავებულია და ვერ ითამაშებს კიდევ ერთი
ქართველი, შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული