ბასილაიას პირველი ლელო და მომძლავრებული ფიჟაკი

AutoSharing Option
საფრანგეთის ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონში მეხუთე ტურის შემდეგ ოთხი ჯგუფიდან სამში ქართველ მორაგბეთა გუნდები, "მასი", "პერიგო" და "მონტობანი" ლიდერობენ.

A ჯგუფში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, არჩილ კობაურისა და დავით აშვეთიას "მასიმ". პარიზელებმა ამჯერად შინ იოლად სძლიეს აუტსაიდერ "სურსნეს" - 32:8. ესაკია ძირთად შემადგენლობაში იყო და 46-ე წუთზე შეცვალეს, კობაური თამაშში 56-ე წუთიდან ჩაერთო, აშვეთიას და სუთიაშვილს არ უთამაშიათ.

"მასის" 21 ქულა აქვს, პირველ ადგილზეა და სამი ქულით უსწრებს "ნევერს", რომელმაც სტუმრად მოუგო დიმა ხოჭოლავას "სერჟ პონტუაზს"
- 18:8. ხოჭოლავა სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 67-ე წუთიდან ჩაერთო.

18 ქულით მესამე ადგილზეა დევი დათუნაშვილისა და ელიზბარ ყუფარაძის "მონლუსონი", რომელმაც სტუმრად მოუგო შოთა მელიქიძის, ირაკლი მაჩხანელისა და ბესო უდესიანის "მაკონს" - 18:15. მაჩხანელმა სრულად ითამაშა, მელიქიძე 45-ე წუთზე შეცვალეს, უდესიანი, დათუნაშვილი და ყუფარაძე განაცხადში არ იყვნენ.

ავთანდილ კოპალიანის "ორლეანმა" შინ დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი, თემურ გელანტიას "სტრასბური" - 18:6. კოპალიანმა სრულად ითამაშა, გელანტია 66-ე წუთზე შეცვალეს.

ლიდერთა ჯგუფის წარმომადგენელმა, დავით ლოსაბერიძის "დიჟონმა" სტუმრად წააგო სატურნირო ცხრილის მეორე ნახევარში მყოფ "ანესისთან" - 14:21. ლოსაბერიძე განაცხადში არ იყო.

A ჯგუფი
მასი-სურესნე 32:8, ანესი-დიჟონი 21:14, მაკონი-მონლუსონი 15:18, ბურგ ან ბრესი-ბობინი 12:24, სერჟ პონტუაზი-ნევერი 8:18, ორლეანი-სტრასბური 18:6.

სატურნირო მდგომარეობა
1. მასი - 21 ქულა, 2. ნევერი - 18, 3. მონლუსონი - 18, 4. ბობინი - 17, 5. დიჟონი - 15, 6. მაკონი - 12, 7. ორლეანი - 12, 8. ანესი - 9, 9. ბურგ ან ბრესი - 7, 10. სერჟ პონტუაზი - 6, 11. სტრასბური - 5, 12. სურესნე - 2.

B ჯგუფის ლიდერი გიორგი ნემსაძის "მონტობანია", რომელმაც მე-5 ტურში შინ დაამარცხა გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლა სეინი" - 21:16. ნემსაძემ სრულად ითამაშა, ბელქანია სათადარიგოთა შორის იყო და მოედანზე 22-ე წუთიდან გამოჩნდა. ლაბაძე განაცხადში არ იყო.

ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიე" სტუმრად დამარცხდა "ვალანსთან" -12:19. მალაღურაძემ, რომელიც 51-ე წუთზე შეცვალეს, სამი საჯარიმო გაიტანა (9 ქულა). მჭედლიშვილი ტრავმირებულია.

პლეი ოფში გასვლისთვის მებრძოლმა დავით კაჭარავას "ნიცამ" შინ ვერ მოუგო გიორგი კუთარაშვილის "შატორენარს" - 9:9. კაჭარავამ სრულად ითამაშა, კუთარაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 56-ე წუთზე შეცვალეს.

ნიკოლოზ მაღალდაძისა და დიმიტრი ბასილაიას "ობენამ" შინ დაამარცხა "გრასი" - 38:21. ბასილაიამ, რომელმაც სრულად ითამაშა 23-ე წუთზე ლელო გაიტანა, მაღალდაძე 72-ე წუთზე შეცვალეს.

ნიკოლოზ გიორგაძის "გროლემ" სტუმრად წააგო "ბლანიაკთან" - 9:24. ჩვენებური 24-ე წუთზე შეცვალეს. ირაკლი გიორგაძის "ლავორმა" კი შინ მოუგო "რომანს" - 20:18. ირაკლი განაცხადში არ იყო.

B ჯგუფი
ბლანიაკი-გროლე 24:9, ნიცა-შატორენარი 9:9, მონტობანი-ლა სეინი 21:16, ვალანსი-ბეზიე 19:12, ობენა-გრასი 38:21, ლავორი-რომანი 20:18

სატურნირო მდგომარეობა
1. მონტობანი - 17 ქულა, 2. ვალანსი - 17, 3. ბეზიე - 15, 4. ბლანიაკი - 15, 5. ლავორი - 15, 6. შატორენარი - 11, 7. ობენა - 11, 8. ნიცა - 11, 9. ლა სეინი - 10, 10. რომანი - 9, 11. გროლე - 5, 12. გრასი - 5. 

C ჯგუფში მოასპარეზე თედო ზიბზიბაძის, დავით დადუნაშვილის, ირაკლი ნინიძისა და ალექსანდრე მარგველაშვილის "პერიგო" ერთადერთი გუნდია ფედერალ1 დივიზიონში, ჯერ რომ არ წაუგია. ჩვენებურთა გუნდმა მეხუთე ტურში შინ დაამარცხა "ვანი" - 22:6.

ზიბზიბაძემ და ნინიძემ სრულად ითამაშეს, მარგველაშვილი და დადუნაშვილი განაცხადში არ იყვნენ. "პერიგოს" ახლა 24 ქულა აქვს და ექვსი ქულით უსწრებს მეორეადგილოსან "ლიმოჟს".

ვახტანგ მაისურაძის "სენ ნაზერმა" შინ იოლად სძლია "სენ ჟუნიენს" - 39:9. მაისურაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს. სენნაზერელებს 13 ქულა აქვთ და მეხუთე ადგილზე არიან. 

C ჯგუფი
ლიმოჟი-ლანჟონი 26:12, პერიგო-ვანი 22:6, ნიორი-პაი დუ მედოკი 29:15, სენ მედარი-ტური 28:9, მარმანდი-რიბერაკი 30:15, სენ ნაზერი-სენ ჟუნიენი 39:9

სატურნირო მდგომარეობა
1. პერიგო - 24 ქულა, 2. ლიმოჟი - 18, 3. ვანი - 18, 4. მარმანდი - 15, 5. სენ ნაზერი - 13, 6. ლანჟონი - 13, 7. სენ მედარი - 11, 8. რიბერაკი - 9, 9. სენ ჟუნიენი - 7, 10. ნიორი - 5, 11. ტური - 4, 12. პაი დუ მედოკი - 3.

D ჯგუფში მოასპარეზე ქართველ მორაგბეთა სამი გუნდიდან ორმა მოიგო. ნელ-ნელა ძალებს იკრებს მერაბ კვირიკაშვილის, რეზო გიგაურის, დავით ბალანჩივაძის, ლევან დათუნაშვილისა და ბექა ურჯუკაშვილის "ფიჟაკი, რომელმაც შინ მოუგო "ოლორონს" - 34:27. კვირიკაშვილმა სრულად ითამაშა და გუნდს 14 ქულა მოუტანა (ოთხი გარდასახვა და ორი საჯარიმო). ბალანჩივაძემ და გიგაურმა თავიდან ბოლომდე ითამაშეს, დათუნაშვილი მოედანზე 41-ე წუთიდან გამოჩნდა, ურჯუკაშვილი განაცხადში არ იყო.

ამ გამარჯვების შემდეგ "ფიჟაკმა" სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილს თავი დააღწია, თუმცა მის ნაცვლად ახლა იქ კიდევ ერთი ქართველის, კარლენ ასეიშვილის "ორტეზი" მოკალათდა, რომელიც შინ გათამაშების ლიდერ "ტიროსთან" ფრეს დასჯერდა - 9:9. ასეიშვილს "ორტეზში" დებიუტი ჰქონდა და სრულად ითამაშა.

ზედიზედ მესამე თამაში მოიგო დავით ბოლღაშვილისა და სოსო ნიკოლაენკოს "ლილმა". ჩვენებურთა გუნდმა ამჯერად შინ მოუგო მეორეადგილოსან "კასტანეს" - 23:16 და ახლა 12 ქულით მე-6 ადგილზეა.

D ჯგუფი
ლილი-კასტანე 23:16, ფიჟაკი-ოლორონი 34:27, ტურნეფოი-მორლაა 13:6, ლანამეზანი-ლურდი 10:9, მოლეონი-კაორი 28:19, ორტეზი-ტიროსი 9:9

სატურნირო მდგომარეობა
1. ტიროსი - 25 ქულა, 2. კასტანე - 19, 3. ლურდი - 15, 4. ლანამეზანი - 15, 5. ტურნეფოი - 13, 6. ლილი - 12, 7. მოლეონი - 12, 8. ოლორონი - 11, 9. სენ ჟან დე ლუზი - 11, 10. მორლაა - 10, 11. კაორი - 9, 12. ფიჟაკი - 9, 13. ორტეზი - 7.
ფედესრალ 2 დივიზიონში ქართველ მორაგბეთა ორივე გუნდმა წააგო. D ჯგუფში ილია ზედგინიძის "სენ რაფაელმა" სტუმრად დათმო "ბედარიდესთან" - 6:10 და ახლა 11 ქულით მეხუთე ადგილზეა.

მალხაზ ურჯუკაშვილის "გურდო" კი, რომელიც F ჯგუფის აუტსაიდერია, შინ დამარცხდა "კასტელსარესინთან" - 14:19 და შვიდი ქულით ბოლო ადგილზეა.





მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული