გორგოძე ვარსკვლავებთან ერთად ბრუნდება

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი ევროთასების გათამაშების მატჩებით გამოწვეული ორკვირიანი შესვენების შემდეგ ხვალიდან განახლდება. ელიტური, პირველი დივიზიონის ერთ-ერთი ლიდერი, ყველაზე ქართული ფრანგული გუნდი, მამუკა გორგოძის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე" ბოლისწინა ადგილზე მყოფ "ბურგუენს" მასპინძლობს.

მონპელიელთა მწვრთნელებმა ფაბიენ გალტიემ და ერიკ ბეშუმ გუნდში დააბრუნეს ლიდერები - გორგოძე, ფულენსე უედრაოგი, ჟულიენ ტომა და ფრანსუა ტრინ-დუკი, რომლებიც ევროთასების მსვლელობისას ისვენებდნენ.

"მონპელიეს" წინასამატჩო განაცხადში არიან ასევე შველიძე და ჟღენტი. ჩხაიძე შემადგენლობაში ისევ არ შეიყვანეს, არადა, "ბინგომ" "ემლინ ჩელენჯ კაპის" ორივე
მატჩში სრულად ითამაშა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული