საფრანგეთში ქართველებზე დიდი მოთხოვნაა - "მონპელიეს" მერაბ შარიქაძე სურს

AutoSharing Option
კარგად არის ცნობილი, რომ ქართველ მორაგბეებზე, განსაკუთრებით კი, შერკინების პირველხაზელებზე, საფრანგეთში დიდი მოთხოვნაა.

თუმცა ვითარება ნელ-ნელა იცვლება და უცხოელი სკაუტების ყურადღების არეალში უკანახაზელებიც ექცევიან.

ამჟამად საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "მონ დე მარსანში" თამაშობს საქართველოს ნაკრების გარემარბი თამაზ მჭედლიძე. უკვე ვწერდით, რომ მის მიმართ დაინტერესება საფრანგეთის ჩემპიონატის ლიდერმა "ტულონმა" გამოთქვა.

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ კიდევ ერთი უკანახაზელით, მერაბ შარიქაძით (ამჟამად ინგლისურ "ჰართპურის კოლეჯში" თამაშობს), ფრანგული "მონპელიე" დაინტერესდა.

შარიქაძე საქართველოს ნაკრების ყველაზე ახალგაზრდა და იმედისმომცემი მორაგბეა. ამჟამად "ბორჯღალოსნების" შუამარბი მონპელიეში
იმყოფება სინჯებზე, სადაც გუნდთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში ივარჯიშებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები
nano
22:46 15-02-2013
0
ვააახ შეენ შემოგევლეეე ბუკაა.. ვამაყპბთ აკადემიელები შენიტ :*
guga
11:47 13-02-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული